ჰარი კეინი ინგლისის ნაკრების ისტორიაში შევიდა
ევროპის 2020 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის ბოლო ტურში ინგლისი ნაკრებმა გასვლით შეხვედრაში კოსოვოს განადგურება შეძლო (0:4). აღსანიშნავია რომ ამ შეხვედრაში გოლის გატანა ჰარი კეინმაც შეძლო.
აქამდე “ტოტენჰემის” თავდამსხმელმა ჩეხეთის კარში შეძლო თითო-თითო გოლის გატანა (5:0 და 1:2), ისევე როგორც ბულგარეთთან და მონტენეგროსთან გამართულ შეხვედრებში. ამასთან ერთად ამ ორ ნაკრებთან მატჩებში ჰეთ-ტრიკიც გაიფორმა. მარტში კოსოვოსთან მოგებულ თამაშში კი ერთი გოლით გამოიჩინა თავი (5:3).
ასე რომ, ჰარი კეინი გახდა მესამე ფეხბურთელი, რომელმაც საკვალიფიკაციო ეტაპის რვა განსხვავებულ შეხვედრაში შეძლო გოლის გატანა. აქამდე მსგავსი რამ ზლატან იბრაჰიმოვიჩმა (2016) და ზლატკო ზაჰოვიჩმა (2000) შეძლეს.
8️⃣ – Harry Kane is the 3rd player to score in 8 different matches of a single EURO qualifying campaign after Zlatan Ibrahimovic (2016) and Zlatko Zahovic (2000) and the 1st ever England🏴 player to score in every single match of a EURO qualifying campaign. #KOSENG #EURO2020
— Gracenote Live (@GracenoteLive) November 17, 2019