ჰარი კეინმა პოჩეტინოს გამოსამშვიდობებელი წერილი მიუძღვნა
19 ნოემბერს ლონდონის “ტოტენჰემის” ხელმძღვანელობამ გუნდის მთავარი მწვრთნელის პოსტიდან მაურისიო პოჩეტინოს გათავისუფლებით ბევრისთვის მოულოდნელი გადაწყვეტილება მიიღო.
არგენტინელ სპეციალისტს, რომელმაც ხუთი წელი იმუშავა “სპურსის” სამსახურში და პირველად გაიყვანა კლუბი ჩემპიონთა ლიგის ფინალში, სეზონის არასახარბიელო სტარტი არ აპატიეს.
“უფროსო. ყოველთვის მადლობელი ვიქნები, შენ ოცნებების ახდენაში მეხმარებოდი. ბოლო ხუთი წლის მანძილზე არაერთი გასაოცარი მომენტი გვქონდა, რასაც არასოდეს დავივიწყებ. შენ იყავი ჩემი მწვრთნელი და ამავდროულად მეგობარიც, მადლობას გიხდი ამ კავშირისთვის. წარმატებას გისურვებ მომდევნო თავში! 💙” – ვკითხულობთ ჰარი კეინის გამოსამშვიდებებელ წერილში.
Gaffer. I’ll be forever thankful to you for helping me achieve my dreams. We’ve had some amazing moments in the last 5 and a half years that I will never forget. You were my manager but my friend as well and I thank you for that relationship. Good luck with your next chapter! 💙 pic.twitter.com/u64RXV7wd4
— Harry Kane (@HKane) November 20, 2019