მოურინიოს სახალისო კომენტარი თავისივე განცხადებაზე (ვიდეო)
ლონდონის “ტოტენჰემის” ახალ მთავარ მწვრთნელს, ჟოზე მოურინიოს რამდენიმე წლის წინ გაკეთებული განცხადება გაახსენეს. მაშინ პორტუგალიელი სპეციალისტი ამბობდა, რომ “ტოტენჰემში” არასოდეს იმუშავებდა.
ჟურნალისტი: “ოთხი წლის წინ, როცა თქვენ “ჩელსიში” მუშაობდით, გკითხეს, იმუშავებდით თუ არა “ტოტენჰემში”… თქვენ უპასუხეთ: “არასოდეს. მე “ჩელსის” ფანები” ძალიან მიყვარს.” – რა შეიცვალა?”
მოურინიო: “ეს იქამდე ვთქვი, სანამ პოსტიდან გამათავისუფლებდნენ.
შეგახსენებთ, რომ მოურინიო “ტოტენჰემში” ხელფასის სახით, ყოველწლიურად, 15 მილიონ ფუნტს მიიღებს.
🗣Reporter: "4 years when you were being asked about joining Spurs, you said you would never because you love Chelsea fans too much. What's changed now?"
🤷♂ Mourinho: "That's before I was sacked."
😂 The gift that keeps on giving. pic.twitter.com/qaZAcwD81s
— SPORF (@Sporf) November 21, 2019