რატომ არ მივიდა მოურინიო “ტოტენჰემის” ფანების ტრიბუნასთან მატჩის დასრულების შემდეგ?
“ტოტენჰემის” ახალმა მთავარმა მწვრთნელმა, ჟოზე მოურინიომ საკუთარი გუნდის ფანებს ბოდიში მოუხადა და ახნსა, თუ რატომ არ მივიდა ის ტრიბუნასთან ტაშის დასაკრავად.
შეგახსენებთ, რომ პორტუგალიელმა სპეციალისტმა “ტოტენჰემში” დებიუტი “ვესტ ჰემთან” სტუმრად გამარჯვებით (2:3) აღნიშნა.
“მატჩის დასრულების შემდეგ, ჩვენი ფანების ტრიბუნასთან არ მივედი, რადგან დღევანდელი მატჩი ფეხბურთელებმა მოიგეს და არა მე. ამიტომაც, მათ ბოდიშს ვუხდი. ათასობით ქომაგი დღეს გუნდს გვერდით ედგა. ისინი ჩვენსავით გახარებულები არიან”, – ციტირებს მოურინიოს სიტყვებს “ტოტენჰემის” ოფიციალური ვებ-გვერდი.