ტიმო ვერნერი ბუნდესლიგის ისტორიაში შევიდა
“რბ ლაიფციგის” თავდამსხმელი, ტიმო ვერნერი, ბუნდესლიგის მე-12 ტურის მატჩში “კიოლნის” განადგურების (4:1) ერთ-ერთი მთავარი შემოქმედი გახლდათ.
“კიოლნთან” გამართული შეხვედრა რიგით მე-200 იყო ბუნდესლიგაში. ვერნერმა ამ ნიშნულს 23 წლის, 8 თვისა და 18 დღის ასაკში მიაღწია და გახდა ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი, რომელმაც გერმანიის უმაღლესი ჩემპიონატის 200 მატჩში მიიღო მონაწილეობა.
ვერნერის დებიუტი ბუნდესლიგაში 2013 წელს შედგა, როდესაც ის სულ რაღაც 17 წლის გახლდათ. მიმდინარე სეზონში ბუნდესლიგის 12 მატჩში ვერნერმა 12 გოლისა და 4 საგოლე გადაცემის ჩაწერა შეძლო აქტივში.
23 years, 8 months and 18 days old.
You're looking at the youngest ever player to reach 200 Bundesliga appearances ⭐ pic.twitter.com/VxAKm8hRJ1
— Bundesliga English (@Bundesliga_EN) November 23, 2019