ალარდაისი: “ალარდისიო რომ ვყოფილიყავი, “იუნაიტედში” აუცილებლად მიმიწვედნენ”
ჟოზე მოურინიოს “ტოტენჰემში” დანიშვნასა და პრემიერ ლიგის ზოგიერთ კლუბებში მწვრთნელთან დაკავშირებით არსებულ კითხვის ნიშნებს “დიდი სემის” სახელით ცნობილი, სემ ალარდაისი, გამოეხმაურა.
“შონ დაიჩი არის მწვრთნელი, რომელმაც “ბარნლი” კრიზისიდან ამოიყვანა და ევროსარბიელზე ასპარეზობის შანსი მისცა. ძალიან უსამართლოა, როდესაც პატარა გუნდის მწვრთნელისგან ტიტულს ითხოვ იმისთვის, რომ დააწინაურო. ეს სრული ნონსენსია ჩემთვის.
ყველაზე კარგი გზა პრემიერ ლიგის კლუბში მუშაობის დასაწყებად ბრიტანელი სპეციალისტისთვის უცხოური სახელის დარქმევაა. ყოველთვის ვამბობდი და ახლაც იმავე აზრზე ვარ – ალარდისიო რომ ვყოფილიყავი, აუცილებლად მომიწვევდნენ “მანჩესტერ იუნაიტედში”, – აცხადებს ალარდაისი.
შეგახსენებთ, რომ სემ ალარდაისი მცირე პერიოდის მანძილზე ინგლისის ნაკრების მწვრთნელის პოსტზეც მუშაობდა, თუმცა მალევე სკანდალში გაეხვა და გაანთავისუფლეს.