რა ბედი ელის ქუთაისის “ტორპედოს? გერმანელი, უკრაინელი, იტალიელი
ქუთაისის “ტორპედომ” ეროვნული ლიგაში ადგილი 1 ტურით ადრე შეინარჩუნა და ყოველგვარ პლეი-ოფს აცდა. გუნდი მე-5 ადგილზე 1 გამარჯვებით აღზევდა.
შესაბამისად, ინვესტორებს “ტორპედოში” მისასვლელად გზა გაეხსნათ. ქუთაისური კლუბის მიმართ ინტერესს გერმანელი, იტალიელი და უკრაინელი ინვესტორები იჩენენ.
“ტორპედოს” ხელმძღვანელობა მოლაპარაკებას “აინტრახტის” აქციონერებთან მართავდა, თუმცა ბოლო პერიოდში გერმანელები აღარ გამოჩენილან.
იტალიელი ინვესტორები ფეხბურთის ფედერაციას შეხვდნენ და ლევან კობიაშვილის განცხადებით, ფედერაცია ორივე მხარეს დაეხმარება თანამშრომლობაში.
უკრაინულ ჯგუფში ერთ-ერთი წარმომადგენელი ქართველი ბიზნესმენია, რომელიც ქუთაისელი გახლავთ და “ტორპედოს” ამბითაა დაინტერესებული.
შეთანხმება აუცილებლად უნდა მოხდეს, მანამ სანამ, გუნდს ვალების გამო ლიცენზიის აღებაში პრობლემები შეექმნება.
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ქუთაისელებს 2 მილიონის დავალიანება აქვთ.