“ღმერთო ჩემო, რთული იქნება” – კლოპი “ნაპოლისთან” მატჩის შემდეგ
“ლივერპულის” მთავარმა მწვრთნელმა, იურგენ კლოპმა “ნაპოლისთან” გამართული მატჩის შემდეგ განაცხადა, რომ მისი გუნდისათვის ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში გასვლა რთული იქნება.
როგორც იცით, “ლივერპულმა” “ნაპოლისთან” ფრედ 1:1 ითამაშა. ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურის წინ, “ლივერპულს” 10 ქულა, “ნაპოლის” 9, ხოლო “სალსბურგს” 7 ქულა აქვს. მერსესაიდელები გადამწვყეტ შეხვედრაში ავსტრიულ კლუბს დაუპირისპირდებიან, ხოლო ნეაპოლელებს თამაში “გენკთან” მოუწევთ.
“ნაპოლის” გასახდელში ფიქრობენ, რომ ისინი უკვე მომდევნო ეტაპზე არიან და შესაძლოა, ასეცაა. ჩვენთან კი ყველა ამბობს: “ღმერთო ჩემო, რთული იქნება”. ცხადა, ჩვენთვის მართლაც უფრო რთული იქნება მერვედფინალში გასვლა.
ოთხი წელია აქ ვარ და მითხარით, ყოფილა რამე ჩვენთვის ადვილი? შარშან “ნაპოლისთან” შინ 1:0 უნდა მოგვეგო, ამაზე დიდი ზეწოლა არც კი მახსენდება. თამაში დასრულდა, ჩემი პრობლემა კი ისაა, რომ ფაბინიო დაიმტვრა. თუ ჩემპიონთა ლიგაზე რაიმე ამბიცია გაგვაჩნია, ეს სალსბურგში უნდა ვაჩვენოთ”, – განაცხადა კლოპმა.