“იუვენტუსმა” შინ “სასუოლო” ვერ დაამარცხა – შანსი “ინტერს”? (ვიდეო)
1 დეკემბერს სერია A-ს მე-14 ტურის შეხვედრა შედგა ტურინის “იუვენტუსსა” და “სასუოლოს” შორის. როგორც მოსალოდნელი იყო, შეხვედრა ძალიან საინტერესო და დაძაბული გამოდგა, ინტრიგა კი ბოლო წუთამდე გახლდათ შენარჩუნებული.
ანგარიში რამდენადაც გასაკვირი არ უნდა იყოს, ლეონარდო ბონუჩიმ გახსნა საჯარიმოს გარედან განხორციელებული დარტყმით (20′), რასაც სამ წუთში “სასუოლოს” შვიდმა ნომერმა, ბოგამ, უპასუხა.
მეორე ტაიმის დაწყებისთანავე კაპუტომ თავისი გუნდი წინ გაიყვანა და რომ არა კრიშტიანუ რონალდუს მიერ რეალიზებული თერთმეტმეტრიანი (68′), შესაძლოა, რობერტო დე ზერბის გუნდს შინ სამი ქულაც წაეღო.
ასე რომ, 14 მატჩში დაგროვებული 36 ქულით “იუვენტუსი” ჯერჯერობით პირველ ადგილს იკავებს, თუმცა თუ “ინტერი” “სპალის” დამარცხებას შეძლებს, ‘ბებერ ქალბატონს” მეორე პოზიციაზე მოუწევს გადმონაცვლება.