“მალმიოს” ვიცე-პრეზიდენტი: “ზლატანმა ხიდები ატომური ბომბით გაანადგურა”
“მალმიოს” ვიცე-პრეზიდენტი, კავე ჰოსეინპური, ზლატანის გარშემო შექმნილ ვითარებას კრიტიკულად გამოეხმაურა. შეგახსენებთ, რომ ზლატანმა სწორედ ზემოხსენებულ კლუბში გაითქვა სახელი, ახლა კი “მალმიოს” მოსისხლე მტრის, “ჰამარბის” აქციონერი გახდა. გულშემატკივრებმა პროტესტის ნიშნად ზლატანის ქანდაკება შეურაცხყეს.
“ზლატანმა “მალმიოსთან” არსებული ხიდები ატომური ბომბით გაანადგურა. ის ახლა ჩვენთვის ზედმეტად რადიოაქტიურია. ფანებმა მისი ქმედებები ძალიან სერიოზულად მიიღეს.
მან განაცხადა, რომ “მალმიოს” ფანები ყოველთვის გაუგებენ და გვერდში დაუდგებიან. ეს მხოლოდ იმას მიუთითებს, თუ რამდენად არის შორს არსებული ვითარების არსიდან. მაგრამ ასეთია ზლატანი, მას შეუძლია ყველაფერი აკეთოს, რაც მოესურვება.
ზლატანი წლების მანძილზე გვეუბნებოდა, რომ ჩვენ გუნდში დაბრუნდებოდა. თითქოს გოგოს, რომელიც უნივერსიტეტში მოგწონდა მხოლოდ იმის გასაგებად ხვდები, რომ მან გიღალატა და სხვასთან ერთად შვილები ჰყავს. ეს ღალატია,” – აცხადებს ჰოსეინპური.