ვან დეიკი: “არასოდეს წარმომედგინა, რომ ოქროს ბურთის ნომინანტებს შორის მოვხვდებოდი”
“ლივერპულის” მცველმა, ვირგილ ვან დეიკმა ოქროს ბურთის დაჯილდოვების ცერემონიალის შემდეგ კომენტარი გააკეთა.
როგორც იცით, “ფრანს ფუტბოლის” ოქროს ბურთს ლიონელ მესი დაეუფლა, მეორე ადგილზე ვან დეიკი გავიდა, ხოლო მესამეზე – კრიშტიანო რონალდუ.
“არსებობენ ფეხბურთელები, რომლებსაც არაბუნებრივი მონაცემები აქვთ, მესი ასეთია. მან ოქროს ბურთი მეექვსედ მოიგო. მართალია, მოგებასთან მეც ახლოს ვიყავი, მაგრამ მან ცოტათი მაჯობა.
სიმართლე გითხრათ, არასოდეს წარმომედგინა, რომ ოქროს ბურთის ნომინანტებს შორის მოვხვდებოდი. ადვილი კარიერა არ მქონია. მე გვიან გამოვჩნდი, ბევრი ვიშრომე იმისათვის, რომ წინ წავსულიყავი. ძალიან ვამაყობ, რომ ახლა აქ ვარ. ეს კიდევ უფრო მეტ მოტივაციას მაძლევს იმისათვის, რათა ვიშრომო და ნომინანტებს შორის მომავალ წელსაც მოვხვდე”, – განაცხადა ვან დეიკმა.