რონალდუს და ვან დეიკს: “ძვირფასო ვირგილ, ჯერ ტიტულები მოიგე და შემდეგ ვილაპარაკოთ”
ტურინის “იუვენტუსის” თავდამსხმელის, კრიშტიანო რონალდუს დამ, კატია ავეირომ სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა და ვირგილ ვან დეიკს მიმართა.
როგორც იცით, ვან დეიკმა ოქროს ბურთის დაჯილდოვების ცერემონიალის დაწყების წინ რონალდუსთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა, რასაც დიდი გამოხმაურება მოჰყვა:
ჟურნალისტი: “კრიშტიანო რონალდუ აქ არ იმყოფება, ამიტომ ერთი კონკურენტით ნაკლები გეყოლებათ.”
ვან დეიკი: “ის (რონალდუ) კონკურენტი იყო?”
კატია ავეირომ ჰოლანდიელ მცველს Instagram-ში უპასუხა:
“ძვირფასო ვირგილ, სადაც შენ მიდიხარ, კრიშტიანო რონალდუ უკვე მივიდა და ათასჯერ დაბრუნდა. ჩემო ძვირფასო ვირგილ, კრიშტიანო რონალდუმ სამჯერ მოიგო იმ ქვეყნის ჩემპიონატი, სადაც შენ წლებია თამაშობ და ერთხელაც ვერ გაიმარჯვე. იმ ქვეყანაში, სადაც შენ თამაშობ, კრიშტიანო საუკეთესო ფეხბურთელი და ბომბარდირი გახდა.
ამის შემდეგ, ძვირასო ვირგილ, კრიშტიანო სხვა ქვეყნებში წავიდა და საკლუბო ფეხბურთის ისტორიაში საუკეთესო ფეხბურთელი გახდა. მადრიდის “რეალი” რამეს გეუბნება, ვირგილ? ალბათ, კი, რადგან ამ გუნდმა კრიშტიანოსთან ერთად ჩემპიონთა ლიგის ფინალში დაგამარცხა.
ამის შემდეგ, რონალდუმ და მისმა თანაგუნდელებმა შენი ნაკრები ერთა ლიგის ფინალში დაამარცხა. ეს რთული იყო, არა, ვირგილ? მტკივნეულია. და, კრიშტიანომ შენზე მეტი ტიტულიმ მოიგო.
ვირგილ, წადი, მოიგე ტიტულები და შემდეგ ვილაპარაკოთ. როცა ხელთ მნიშვნელოვანი ჯილდოები გექნება, შეგიძლია რონალდუსთან ერთად მაგიდას მიუსხდე.
ჩემთვის, კრიშტიანო არის და ყოველთვის იქნება მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი!!!” – წერს კრიშტიანოს და.