თაუნსენდი: “აზარტულ თამაშებზე დამოკიდებული ვიყავი, ერთ ღამეში 55000 ევრო წავაგე”
“კრისტალ პალასის” გარემარბმა, ანდროს თაუნსენდმა განაცხადა, რომ ერთ დროს ის აზარტულ თამაშებზე დამოკიდებული იყო.
28 წლის ფეხბურთელის თქმით, მისი კარიერა სპეციალისტებთან კონსულტაციების შედეგად გადარჩა.
“ტელეფონის ღილაკზე ერთი თითის დაჭერით 55000 ევრო წავაგე. აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების გამო სპეციალისტებთან კონსულტაციები გავიარე. ამის შემდეგ ჩემი საფეხბურთო კარიერაც გადარჩა და ალბათ, ამ კონსულტაციების დამსახურებაა, რომ მე დღეს ისევ ადამიანი ვარ.
მე ალკოჰოლს არ ვსვამ, არც ნარკოტიკებს მოვიხმარ. მგონი, ღამის კლუბშიც კი არასოდეს ვყოფილვარ. ჩემი სახლის ოთახი არ დამიტოვებია – ოთხშთაბათს, ღამით, ბლექპულში, ლოგინზე ვიწექი და თანხა ასე წავაგე. მაშინ კვირაში 3000 ფუნტს გამოვიმუშავებდი.
რატომ ვყვები ამ ამბავს? ვწუხვარ, რომ ამას ვამბობ, მაგრამ როცა ინტერნეტში რაღაც ზღაპრულს გთავაზობენ, მას არ უნდა დაუჯეროთ. საკუთარ თავზე ბევრი საუბარი არ მიყვარს. ამ ამბავს იმ ადამიანისათვის ვყვები, ვინც ახლა თავს დამარცხებულად გრძნობს, დეპრესიაშია და აზარტულ თამაშებზეა დამოკიდებული”, – წერს თაუნსენდი The Players Tribune-ს ბლოგში.
შეგახსენებთ, რომ ინგლისელ შემტევს სხვადასხვა დროს “ტოტენჰემში”, “უოტფორდში”, “ნიუკასლში” და “კრისტალ პალასში” უთამაშია. მას ინგლისის ნაკრებში 13 მატჩი აქვს ჩატარებული.