“იუნაიტედის” გამარჯვება დერბიში – მანჩესტერი წითლად შეიღება (ვიდეო)
პრემიერ ლიგის მე-16 ტურის ცენტრალურ დაპირისპირებას “ეტიჰად სტედიუმმა” უმასპინძლა, სადაც გულშემატკივრები მანჩესტერული დერბის საცქერად შეიკრიბნენ. საფეხბურთო სამყაროში მატჩის უდავო ფავორიტად “სიტი” მიიჩნეოდა, თუმცა სულშერის გუნდმა გამართული ფეხბურთის ჩვენების ხარჯზე გაიმარჯვა.
უნდა აღინიშნოს, რომ მატჩის პირველ ნახევარში სულშერის გუნდმა მეტოქეს ბრწყინვალე და გამართული ფეხბურთი შესთავაზა. ანგარიში შეხვედრის 23-ე წუთზე მარკუს რეშფორდმა გახსნა თერთმეტმეტრიანის ნიშნულიდან, რასაც ექვს წუთში ანტონი მარსიალის გოლი მოჰყვა.
გაშვებული ორი გოლის შემდეგ “ქალაქელები” ბევრს ცდილობდნენ, თუმცა “წითელი ეშმაკუნების” დაცვის ეშელონები გაუვალი გახლდათ. ერთადერთი გოლის გაქვითვა ნიკო ოტამენდიმ შეძლო 85-ე წუთზე.
ასე რომ, “მანჩესტერ სიტიმ” ჩემპიონობისთვის ბრძოლაში კიდევ ერთი მარცხი განიცადა და “ლივერპულთან” ჩამორჩენა 14 ქულამდე გაზარდა.