გიორგი ჩაკვეტაძე დაბრუნდა! (ვიდეო)
7 დეკემბერს, ბელგიის ჩემპიონატის მე-18 ტურში “გენტმა” საკუთარ მოედანზე “ზულტე-ვარეგემი” მიიღო და მეტოქე 2:0 დაამარცხა.
მასპინძელთა სათადარიგოთა შემადგენლობაში იყვნენ გიორგი ჩაკვეტაძე და გიორგი ქვილითაია, ხოლო სტუმართა თადარიგში ლუკა ზარანდია გახლდათ.
შეხვედრაში მონაწილეობა სამივე ქართველმა მიიღო, თუმცა აღსანიშნავია ჩაკვეტაძის თამაშში ჩართვა. იგი მოედანს ტრავმის გამო გამოწვეული ხანგძლივი პაუზის შემდეგ დაუბრუნდა. ჩაკვეტაძემ 76-ე წუთზე კუმსი შეცვალა. გიორგი აქტიური იყო, ერთხელ კარის მიმართულებითაც დაარტყა, მატჩის მიწურულს კი შესაძლებელი იყო, მისი აქტიურობის შემდეგ პენალტიც დანიშნულიყო, მაგრამ მსაჯმა სხვაგვარი გადაწყვეტილება მიიღო.
რაც შეეხება ქვილითაიას, მოედანზე 85-ე წუთზე გამოჩნდა. ლუკა ზარანდია თამაშში მეორე ნახევრის დაწყებისთანავე ჩაერთო, თუმცა ის 78-ე წუთზე, სავარაუდოდ, ტრავმის გამო შეცვალეს.