ლაშა ბექაური: “შემათრიეს ოთახში, ათზე მეტი იყვნენ, მაგინებდნენ და მირტყამდნენ”
საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების წევრი, ლაშა ბექაური სოციალურ ქსელში განცხადებას აქვეყნებს. 19 წლის სპორტსმენის თქმით, მას პოლიციელებმა სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს და ფიზიკურად გაუსწორდნენ.
“გუშინ საღამოს მე და ჩემი ძმაკაცი საღამოს ვარჯიშის შემდეგ ვსეირნობდით მარჯანიშვილზე. სამი პოლიციელი იდგა, ერთ-ერთმა გაგვაჩერა თქვენი საბუთები წარმოგვიდგინეთო ძაან ნაგლად და ნაგლი მზერით, ჩემმა ძმაკაცმა ამოიღო პირადობა. მე ვუთხარი არ მაქ ძმაოთქო და ისევ ნაგლად მომმართა ძმაოთი რატო მომმართავო. მეთქი აბა როგორ მოგმართო ჯიგრულად ძმაოთი მოგმართავ ხო მეთქი, შენო ესეთი ლაპარაკი ვინ გასწავლაო შე უზრდელოო, მეთქი უზრდელი შენ ხართქო და ამდროს მომკიდეს ხელი ამ ორმა დაჭყეტილმა ნაგლმა ტიპმა ხელი და მითხრეს გამოგვყევიო. მე ვუთხარი მეთქი ნუ მეძალავებით მოგყვებითთქო და აგრძელებდნენ ჭიდაობას ისევ. ჩამტენეს მანქანაში ასე რომ ვთქვათ და დაიწყეს, შენ არიცი როგორ უნდა გველაპარაკოო, შენ კუნთები გერჩისო, როგორც გეტყობა და ეგრევე გინება დამიწყეს. მეც რა თქმა უნდა წინააღმდეგობას ვუწევდი, არ მეგონა ესე თუ მოიქცეოდნენ. მეთქი წყნარად ჩამსვამენ მანქანაში მივალთ და ალბათ როგორც კანონს შეეფერება (ამათი კანონების დედაც…) ისე მოიქცევიანთქო.
…და რას ვხედავ, დამიწყეს გინება და ეგრევე დარტყმები დაიწყეს, მეც რათქმაუნდა წინააღმდეგობა გავუწიე და მეც ვაგინებდი (ამათ თავს არ დავუხრიდი სულ რო მოვმკვდარიყავი). ორი მიჭერდა, თან მირტყამდნენ ეს ორი ქათამი, მერე რო ვეღარ მერეოდნენ, მესამე ჩაისვეს და გააგრძელეს.
ტიპები იმენა ეშმაკები, ეს წინ მძღოლი პანიკებში ვარდებოდა, შენ არიცი ჩვენ ვინვართო, მეთქი დამარეკინეთ და აგრძელებდა გინებას იქვე სადღაც მგონი ვაგზალზე განყოფილებაში მიმიყვანეს. უცებ ერთი შევარდა განყოფილებაში, ვიფიქრე ვინმე შეგნებული გამოვათქონ და დაველაპარაკები ნორმალურად ადამიანურად და კაცურად და რას ვხედავ გამოვარდა ხუთი კაცი და ყველამ რტყმა დამიწყო ერთად. მეც რათქმაუნდა უკანარვიხევდი, ვაგინებდი და ვაკეთებდი რაც შევძელი იმ წუთას, მანქანაშივე ვცდილობდი ამეხსნა რო სპორცმენი ვიყავი და და ჩვენი სამშობლო ბევრჯერ მისახელებია და ვესაუბრებოდი ქართველობაზე კაცურზე, სულ გვკიდია შენი ძიუდოო და ყველაფერიო, შენ გასწავლით როგორ უნდა ზრდილობაო.
…მერე შემათრიეს სადღაც ოთახში, მანდ უკვე ათზე მეტი იყვნენ და ყველა ერთდროულად მაგინებდა და მირტყამდა. მე განვაგრძობდი გინებას, საუბარს იმაზე თუ ქართველები ვართ და როგორ კადრულობთ თქო ესეთ რამეს, რომ ცხრამეტი წლის სპორტსმენ წესიერ ბიჭს ასე ურტყამთ თქო, ისეთ შეურაწყოფებს მაყენებდნენ გამეორებაც არმინდა ამათი… მეც რათქმაუნდა არ ვტყდებოდი და რაც შემეძლო… უნდოდათ გავმტყდარიყავი ერთი სატანისსახიანი შემოვარდა, მერე ვინაა ესო რაპანიკებშიაო მაგინებდა ისიც, ტატამზე ხო არ გგონია თავიო და იარაღი ამოიღო კუნთებით თუ ვერაო აი იარაღი აქ მაქო და ბლატაობდა.
მეთქი ეგ იარაღი ერთ ადგილას გაუშვითქო… ეს რომ ვუთხარი მერე ძირს დამაგდეს მუცელზე და მირტყამდნენ ისევ და ისევ მე იმაზე ვნერვიულობდი, რომ ხვალ ჩინეთში მივდივარ ერთ-ერთ საპასუხისმგებლო შეჯიბრზე და რამე არ დამიზიანონ და ჭიდაობა ვეღარ შევძლოთქო.
…მერე ესე ვიყავი რამდენიმე ხანი, მერე წამომსვეს. ბორკილებმა სისხლი გამიჩერა, შოკში ვიყავი მეთქი ერთი შეგნებული კაცი როგორ არავინ ხართ, ყველა ერთნაირი რა ვუწოდო არ ვიცი. დამთავრდა შენი კარიერაო მიმეორებდა ის სატანა, ერთი დაჭყეტილი რაღაც საზიზღრობა, თავიდან ვინც წამიყვანა ამას ველაპარაკებოდი მეთქი ღამე როგორ გძინავსთქო ესეთ რაღაცებს რო აკეთებთქო, თან აგერ პატრიარქის სურათი გიკიდია მეთქი შე უნამუსო. მერე ერთი იხახოდა ფაქტი ჩაუდეთ ამასო და ეგააო წაათრიეთ კაპეზეშიო, პროსტა რა ვუწოდო არვიცი ახალგაზრდა ბიჭს(მე), რომელიც სპორტსმენია რაღაცას აკეთებს სამშობლოსთვის თავისი ცხოვრება აქვს და ესე ვიღაც ნაბიჭვრები ღირსებას ულახავენ, ნერვები მეშლება ესეთი ნაბიჭვრების ხელში რო ვართ, მერე ვითომ რაღაცეებს ღადაობდნენ.
ვითომც არაფერი კარგ ხასიათზე მოვიდნენ “კაცური კაცები”, “სამშობლოს დამცველები”, მერე ერთი მეუბნება შენ საქართველოსთვის ჰიმნს რო უკრავ და დროშას წევ მაგას გვაყვედრიო? მე ყოველდღე ტყვიას ვუდგავარ წინო, ეს დაჭყეტული სატანა მეუბნება, მერე მივხვდი რო ამათთან ლაპარაკს აზრი არ ქონდა. როცა დაიღალნენ, ეს მერე უკვე, მერე ერთს ვეუბნები ჩაიწერეთქო ლაპარაკი, ლაპარაკი ჩავიწერო ბო*ი კი არ ვარო. ამ ყველაფრის მერე მეუბნება, და ესეთ გამწარებულს სიცილი ამიტყდა, აქამდე არვიცოდი რა ხდებოდა მანდ მაგათ ბუდეში და ვერც წარმოვიდგენდი, თურმე რა ნაბიჭვრები არიან და ამის მერე ბედნიერად უნდა იარონ ამათმა??? ვითომ არაფერი არაა? ხალხს რადღეში აგდებენ.
თავში მირტყამდნენ ამათი დედა ვატირე, მე კიდე თავს ვურტყამდი ბორკილები მედო თორე ყველას ერთად ვცემდი. ეს ხო… მერე დაწყნარდნენ “ჩვენი სამშობლოს დამცველები” და გამსინჯეს სხეულზე რამე სილურჯეები ხო არ მქონდა, უნდა შეგამოწმოთო რამე ხოარ გჭირსო ამის მერე მეუბნებიან, მოეწვათ ბიჭუნებს, შეეშინდათ არ გვიჩივლოსო ალბათ ამათი… მერე ესე ვიჯექი რამდენიმე ხანი, დაიღალნენ ბიჭები, მეც არ გავტყდი რა თქმა უნდა და მაგიტო გაჩერდნენ.. თავი რო დაუხარო გადაგივლიან უფრო მერე სიმთვრალეზე შემამოწმეს მთვრალი ვეგონე, მეთქი რა მთვრალი სპორტსმენი ბიჭივარ…
…მერე დავუმუღამე ვეღარ მაღიზიანებდნენ, წყნარად მელაპარაკებოდნენ, რა მიღწევები გაქვსო მე ხმას არ ვცემდი, მერე ერთი “ღადაობა დუმილის უფლებით სარგებლობსო”. რამინდა ვთქვა – როგორ უნდა იცხოვრო ესე. თუ ნაბიჭვრების ხელში ესე უბრალოდ ხმაო რატო მიწოდეო ტიპი მეუბნება მივყავარ და ესეთ რაღაცებს კადრულობენ ყველა ერთნაირი ჩამოსხმა როგორაა და არ მესმის აქ მუშაობდე და კაცი, გერქვას ვინც არ უნდა იყო.
მერე ყველას ვუთხარი მეთქი სუფრაზე ადგებითთქო მერე და კაცობის და სამშობლოს სადღეგრძელოს იძახით და ხელბორკილებიან 19 წლის ბიჭს ესეთ რაღაცას უკეთებთ რატო რატო აი რატო. მთავრობავ კი არა ყველას გეუბნები რატო უნდა ხდებოდეს ესე? მინდოდა გცოდნიდათ და გაგეგოთ რა ნაბიჭვრები არიან ესენი. როგორც შევძელი გადმოგეცით ეს ამბავი გუშინდელი… ხვალ მე შეჯიბრზე წავალ და ვეცდები კიდევ ერთხელ ჩემი სამშობლო და ის ხალხი რომელსაც ეკუთვნის და მართლაც ქართველი ქვია ის გავახარო…. და ამას ესე არ დავტოვებ”, – აცხადებს ბექაური.
შეგახსენებთ, რომ ლაშა ბექაური ახალგაზრდებს შორის მსოფლიო ჩემპიონია.