მესი და პიკე “ინტერთან” არ ითამაშებენ
“ბარსელონამ” ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის დასკვნით ტურში მილანის “ინტერთან” ჩასატარებელი მატჩისთვის გუნდის განაცხადი დაასახელა. აღსანიშნავია, რომ დასახელებულ ოც ფეხბურთელს შორის არ არიან ლიონელ მესი, ჟერარ პიკე და სერხი რობერტო.
“ბარსელონას” განაცხადი ასე გამოიყურება:
მეკარეები: ტერ შტეგენი, ნეტუ, პენია;
მცველები: ფირპო, ლანგლე, ვაგე, ტოდიბო, უმტიტი, არაუხო, მორერი;
ნახევარმცველები: რაკიტიჩი, ბუსკეტსი, ალენია, დე იონგი, პუჩი, ვიდალი;
თავდამსხმელები: გრიზმანი, პერესი, სუარესი, ფატი.
“ინტერსა” და “ბარსელონას” შორის მატჩი 10 დეკემბერს, ღამის 12:00 საათზე დაიწყება. კატალონიურმა გუნდმა F ჯგუფის პირველი ადგილი და მერვედფინალური ეტაპის საგზური უკვე გაინაღდა. “ინტერსა” და დორტმუნდის “ბორუსიას” 7-7 ქულა აქვთ, პრაღის “სლავია” კი 2 ქულით მეოთზე ადგილზეა.