“გენკის” 17 წლის მეკარე ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში შევიდა
ბელგიური “გენკის” კარის დარაჯი, მარტინ ვანდევორდტი ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში შევიდა. ეს უკანასკნელი გახდა ყველაზე ახალგაზრდა მეკარე, რომელსაც ზემოხსენებული ტურნირზე აქვს ნათამაშები.
ბელგიელი მეკარის დებიუტი ჩემპიონთა ლიგაზე ჯგუფური ეტაპის მეექვსე ტურის მატჩში შედგა, სადაც “გენკი” “ნაპოლის” დაუპირისპირდა. ვანდევორდტი 17 წლისა და 287 დღის გახლავთ.
ამ რეკორდის ბოლო მფლობელი “ბენფიკას” მეკარე მილე სვილარი გახლდათ, რომელმაც 2017/18 წლების სეზზონში “მანჩესტერ სიტის” წინააღმდეგ 18 წლისა და 52 დღის ასაკში ითამაშა.
🐣 – Maarten Vandevoordt 🇧🇪 (17 years and 287 days old) will become the youngest goalkeeper to appear in a CL match. He claims the record from Benfica's Mile Svilar who was 18 years and 52 days old on 18 October 2017.#UCL
— Gracenote Live (@GracenoteLive) December 10, 2019