ანჩელოტი გათავისუფლებამდე: “ნაპოლის” დატოვება არ მსურს”
10 დეკემბერს ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეექვსე ტურის მატჩში “ნაპოლიმ” საკუთარ კედლებშიბელგიური “გენკი” გაანადგურა (4:0) და მომდევნო ეტაპის საგზურიც მოიპოვა.
მატჩის დასრულებიდან რამდენიმე საათის შემდეგ “ნაპოლის” ხელმძღვანელობამ კარლო ანჩელოტის გათავისუფლების ამბავი გააოფიციალურა. ამ ყოველივეს კი იტალიელი სპეციალისტის პრესკონფერენცია ახლდა წინ.
“ჩვენი ჯგუფიდან გასვლა სავსებით დამსახურებული რამ იყო. ეს ერთ-ერთი ყველაზე პოზიტიური რამ არის ბოლო პერიოდში. გუნდმა ყველას დაუმტკიცა, რომ ევროპის მასშტაბით კონკურენტუნარიანია.
იმედია, “ნაპოლის” მთავარ მწვრთნელად დავრჩები. ხვალ პრეზიდენტთან შეხვედრა უნდა გავმართო, სადაც ერთად შევაფასებთ არსებულ სიტუაციას და რა მოხდება მომავალში.
გუნდიდან წასვლა? საკუთარი ნებით არავითარ შემთხვევაში არ წავალ, კლუბის დატოვება არ მსურს. გუნდი ევროსარბიელზე მაღალი ხარისხის თამაშს აჩვენებს, თუმცა ჩემპიონატში საკუთარი ძალების დემონსტრირებას ვერ ახდენს,” – აცხადებდა ანჩელოტი.