რა მიზეზით გააგდო სლოვენიურმა კლუბმა ნიგერიელი ფეხბურთელი?
სლოვენიის რანგით მეორე დივიზიონში მოასპარეზე კლუბის მიერ გაგდებული ნიგერიელი ფეხბურთელი ირწმუნება, რომ კლუბიდან პირადული მიზეზების გამო მოკვეთეს.
“კლუბთან სამწლიანი კონტრაქტი მქონდა გაფორმებული და ყველაფერი კარგად მიდიოდა მანამ, სანამ ჩემი მეგობარი გოგონა, რომელიც კლუბის პრეზიდენტის ქალიშვილი აღმოჩნდა, მეტყოდა, რომ ჩემგან ფეხმძიმედ იყო.
კლუბში ამის შესახებ მალევე გაიგეს და შეხვედრაზე დამიბარეს, სადაც ყველაფერი ვაღიარე და პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე ავიღე. მათ კი მიბრძანეს, რომ სახლში წავსულიყავი და მანამ არ გამოვჩენილიყავი კლუბში, სანამ არ დამიბარებდნენ.
ერთი კვირის შემდეგ ოფისიდან დამირეკეს და მითხრეს, რომ ჩემ აგენტს უკვე აცნობეს კონტრაქტის გაწყვეტის სურვილის შესახებ. მიზეზი უდისციპლინობა გახლავთ. ძალიან გაოცებული ვიყავი,” – აცხადებს ნიგერიელი ფეხბურთელი, რომელიც თავის ვინაობას მალავს.