“ლივერპულმა” მო სალაჰის დუბლით “უოტფორდთან” იმარჯვა (ვიდეო)
პრემიერ ლიგის მე-17 ტური გათამაშების უდავო ლიდერის, “ლივერპულისა” და გასავარდნ ზონაში მყოფი “უოტფორდის” დაპირისპირებამ გახსნა. როგორც მოსალოდნელი იყო, იურგენ კლოპის გუნდმა მორიგი სამი ქულის ჩაწერა შეძლო აქტივში.
მართალია მატჩი “ლივერპულის” კარნახით მიმდინარეობდა, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ სტუმარი გუნდის წევრებმა არაერთი სახიფათო მომენტი შექმენეს ალისონის კართან, თუმცა ვერცერთი გამოიყენეს.
ანგარიში თამაშის 38-ე წუთზე რობერტო ფირმინოს ბრწყინვალე გადაცემით წამოწყებული კონტრ-იერიშის შედეგად გაიხსნა, რომელიც მოჰამედ სალაჰმა დააგვიანა. ამ უკანასკნელმა მატჩის მიწურულს კიდევ ერთი საოცარი გოლის გატანა შეძლო, რითიც საბოლოო ანგარიშიც დააფიქსირა – 2:0.
ასე რომ, “ლივერპული” მიმდინარე სეზონის 17 ტურის შემდეგ კვლავაც დაუმარცხებელი იქნება და 47 ქულით სატურნირო ცხრილსაც ულიდერებს. “უოტფორდი” კი ცხრა ქულით ბოლო პოზიციას დასჯერდება.