ბერბატოვი: “გვარდიოლას ძალიან უნდა ლიგის მოგება, თუმცა სხვები უკეთ თამაშობენ”
“მანჩესტერ იუნაიტედის” ყოფილმა თავდამსხმელმა,დიმიტარ ბერბატოვმა, საკუთარი მოსაზრება დააფიქსირა ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე სეზონის ფავორიტებთან დაკავშირებით.
“მანჩესტერ სიტი” ლიგის მოგების ფავორიტია, თუმცა მე ფსონს მათზე ნამდვილად არ დავდებდი. “სიტიმ” ჯგუფი გამარჯვებით დაასრულა, თუმცა ვერცერთ მის მეტოქეს ვერ ავიღებთ საზომად.
პეპ გვარდიოლას ძალიან უნდა ჩემპიონთა ლიგის მოგება “სიტისთან” ერთად, მაგრამ სხვა კლუბები უკეთ თამაშობენ. მართალია, “ლივერპულს” საუკეთესო ფორმა არ უჩვენებია ლიგაზე, თუმცა ისინი მოქმედი ჩემპიონები არიან და იციან, როგორ უნდა ითამაშონ პლეი-ოფში.
“ბარსელონა” და “იუვენტუსიც” ერთ-ერთი ფავორიტები არიან, ასევე არ შეიძლება “ტოტენჰემის” ჩამოწერაც. ორშაბათს გასამართი წილისყრის წინ მათ არავისი ეშინიათ – “სპურსს” სათავეში ჟოზე მოურინიო უდგათ,” – აცხადებს ბერბატოვი.