ლურჯი ზღვის სამი მეფე: 3 გია ქართულ ფეხბურთში
ბათუმის “დინამო”, თბილისის “საბურთალო” (ყოფილი) და საქართველოს 21-წლამდე ნაკრების მთავარი მწვრთვნელები, გია გეგუჩაძე, გია ჭიაბრიშვილი და გია ცეცაძე სამუშაოებს ცვლიან.
გავრცელებული ინფორმაციით, ჭიაბრიშვილის “საბურთალოდან” წასვლის შემდეგ ცეცაძე კარიერას სწორედ საბურთალოზე გააგრძელებს. გარდა ამისა, დიდია შანსი, გია სლოვაკეთთან გამოხატული ემოციის გამო დასაჯონ და წამოსვლა ისედაც მოუწიოს ნაკრებიდან.
თუ გაზეთების 8 საათის შემდეგ განახლებულ ნომრებს დავუჯერებთ, ჭიაბრიშვილი ბათუმის “დინამომ” მიიწვია, სადაც მთავარ მწვრთნელად გია.ჭ-ს მენტორი და მასწავლებელი, გია გეგუჩაძეა. დილას “სპორტის დროში” ბათუმური კლუბის მფლობელი, არჩილ ბერიძე აცხადებდა, რომ გია.გ არსად მიდიოდა და მასთან ერთად მუშაობა 5 წელზე მეტხანს სურთ. მიუხედავად ამისა, გამოცემები წერენ, რომ გეგუჩაძე პოსტს მოსწავლეს დაუთმობს, თვითონ კი სპორტულ დირექტორად ან აკადემიის ხელმძღვანელად გადაინაცვლებს.
ჭიაბრიშვილი გეგუჩაძის ასისტენტად “ზესტაფონში” მუშაობდა, ხოლო, 2017 წელს ახალგაზრდული ნაკრების პოსტზე უფროსი გია ცეცაძემ შეცვალა.
გია გეგუჩაძე, გია ჭიაბრიშვილი და გია ცეცაძე – 3-ვე გია ქართულ ფეხბურთში გამორჩეულ მწვრთნელებად ითვლება და ფაქტია, ტრიო, იქითკენ მიიწევს, სადაც ცისფერი, უფრო ლურჯი ზღვა ბობოქრობს.