საქართველოსა და სამხრეთი აფრიკის რაგბის კავშირებს შორის ხელშეკრულება დაიდო
2019 წლის 18 დეკემბერს ხელი მოეწერა საქართველოსა და სამხრეთი აფრიკის რაგბის კავშირებს შორის ურთიერთანამშრომლობის 11-წლიან ხელშეკრულებას.
ხელშეკრულება ითვალისწინებს:
– 2020 წლის 1 იანვრიდან საქართველოს რაგბის კავშირის ფრანჩაიზი მონაწილეობას მიიღებს სამხრეთი აფრიკის რაგბის კავშირის მიერ ორგანიზებულ ტურნირში – ქარრის თასში (Currie Cup)
– შედგება მჭიდრო ურთიერთანამშრომლობითი ურთიერთობა სამხრეთი აფრიკისა და საქართველოს რაგბის აკადემიებს შორის;
– ურთიერთანამშრომლობა ჩამოყალიბდება სამხრეთი აფრიკისა და საქართველოს ნაკრებებს შორის (ეროვნული, საქართველო XV, შვიდკაცა, ასაკობრივი ნაკრებები: 15წ, 17წ, 18წ, 20წ) რაც გულისხმობს ერთობლივ წვრთნებსა და ასევე თამაშებს;
– სამხრეთი აფრიკის რაგბის კავშირის დახმარებით ქართველ მწვრთნელებს, მსაჯებს, მენეჯერებსა და სხვა სარაგბო სპეციალისტებს ჩაუტარდებათ კვალიფიკაციის ასამაღლებელი თრეინინგები;
– ხელშეკრულების თანახმად, ორივე ქვეყნის რაგბის კავშირები ხელს შეუწყობენ ქართულსა დასამხრეთ აფრიკულ კლუბებს შორის თანამშრომლობითი ურთიერთობების ჩამოყალიბებას;
– ერთობლივი ტურნირები მოეწყობა როგორც სამხრეთ აფრიკაში, ასევე საქართველოში;
ხელშეკრულებას ხელი მოაწერეს სამხრეთი აფრიკის რაგბის კავშირის (სარუ, SARU) პრეზიდენტმა მარკ ალეკსანდერმა და საქართველოს რაგბის კავშირის (სრკ) პრეზიდენტმა გოჩა სვანიძემ.
გვინდა მივულოცოთ ქართველ მორაგბეებს, სპეციალისტებსა და ქომაგებს ეს დიდი, წინგადადგმული ნაბიჯი, რომელიც ხელს შეუწყობს ქართული რაგბის უფრო სწრაფ განვითარებას.
Rugby.GE