ალეგრი: “ტაქტიკები? სისულელეა, ფეხბურთი ხელოვნებაა”
ტურინის “იუვენტუსის” ყოფილმა მთავარი მწვრთნელი, მასიმილიანო ალეგრი, რომელიც ამჟამად უმუშევრის სტატუსს ატარებს, ძალიან საინტერესო საკითხებს შეეხო ბოლოდროინდელ ინტერვიუში.
“როდესაც გუნდში რონალდუ, დიბალა, რონალდინიო, ზეედორფი ან პირლო გყავს, სხვა ფეხბურთელები ისე უნდა ამუშავო, რომ ბურთი სწორედ მათ მიუვიდეთ.
და როდესაც ეს ფეხბურთელები ბურთს მიიღებენ, თავად გადაწყვეტენ, თუ რა არის საუკეთესო ვარიანტი მოცემულ მომენტში. ჩემი ვაჟი რვა წლისაა და ყოველთვის ვცდილობთ იუთუბში დიდი ფეხბურთელების ჩანაწერების ყურებას, რადგანაც ფეხბურთი ხელოვნებაა.
იტალიაში ტაქტიკები, სქემები, ყოველივე ეს სისულელეა. ფეხბურთი ხელოვნებაა და საუკეთესო ხელოვნები სწორედ მსოფლიო დონის ფეხბურთელები არიან. მათ არაფერი უნდა ასწავლო, უბრალოდ უნდა აღიარო. საუკეთესო პირობები უნდა შეუქმნა, რომ თავისი საქმე გააკეთონ.
ძალიან მიყვარს, როდესაც დიდი ფეხბურთელები რაღაც განსაკუთრებულს აკეთებენ მოედანზე. სათადარიგოთა სკამზზე მე ვარსკვლავის მიერ დადგმულ შოუს ვუცქერ.
პირადად მე ტექნოლოგიების მხრივ უცოდინარი ვარ, კომპიუტერიც კიარ მაქვს. აიპედი მაქვს, რომელიც “იუვენტუსმა” მაჩუქა. მატჩებს სწორედ ამის მეშვეობით ვადევნებ თვალს. საბედნიეროდ, კარგი მეხსიერება მაქვს, რაც თამაშებში საჭირო ინფორმაციის დამახსოვრებაში ხელს მიწყობს.
მწვრთნელი მოედნის ხაზთან უნდა იდგეს, ფეხბურთს სუნთქავდეს, უნდა გრძნობდეს არის თუ არა ცვლილების განხორციელების დრო, ან საუკეთესო ფეხბურთელის გაყვანის საჭიროება.
მოედნის ხაზიდან განსხვავებულიხედვაა. დღესდღეობით ცდილობენ ფეხბურთი ზუსტ მეცნიერებად აქციონ, ასე თუა, მწვრთნელს შეუძლია თამაშის მიმდინარეობისას კინოთეატრში წავიდეს. ფეხბურთელები თავისით რომ აანალიზებდნენ ყველაფერს, მწვრთნელი არც დასჭირდებოდათ,” – აცხადებს ალეგრი.