კლოპი: “ძალაგამოცლილები ვართ, მაგრამ ბრწყინვალე რამ განვიცადეთ”
მერსესაიდული “ლიერპულის” მთავარმა მწვრთნელმა, იურგენ კლოპმა, კატარში 2019 წლის მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის მოგების შემდეგ პრესასთან ისაუბრა.
“ჩვენ ყველანი ძალიან ძალაგამოცლილები ვართ, მაგრამ ბრწყინვალე რამ განვიცადეთ. დაუჯერებლად კარგი პერფრომანსი იყო, ძალიან რთული თამაში მაღალი დონის მეტოქესთან. ძალიან ბევრი კარგი რამ გავაკეთეთ, რაც ძალიან მახარებს.
გვიანი გოლები? რა თქმა უნდა, არ გვინდა ასე გამარჯვება, მაგრამ ეს ყოველივე საჭირო და აუცილებელიცაა. ბიჭები ბოლო თვეების მანძილზე ძალიან განვითარდნენ.
ძალიან ბევრი სენსაციურად კარგი პერფრომანსი ვიხილე და ნამდვილად ბედნიერი ვარ. ატმოსფერო დიდებული იყო. ვფიქრობ, ჩვენ გამარჯვებას ვიმსახურებდით, უკეთ ვითამასეთ,” – აცხადებს იურგენ კლოპი, რომელსაც რამდენიმე დღის შემდეგ “ლესტერთან” აქვს სათამაშო პრემიერ ლიგაში.