ვატიკანი ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობაზე ფიქრობს
ვატიკანის წარმომადგენლის განცხადებით, სავსებით რეალურია ვატიკანის მონაწილეობა პარიზის 2024 წლის ოლიმპიური თამაშებზე ქვეყნების აღლუმში.
ქალაქი-სახელმწიფოს სპორტის მინისტრის მონსინიორ მელჩორ სანჩეს დე ტოკა ამბობს: “საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტთან (IOC) ჩვენი ურთიერთობები ბრწყინვალეა. ვატიკანის ოლიმპიური კომიტეტის შექმნით გვინდა, რომ ეს ურთიერთობები უფრო გამყარდეს. პროფესიული სპორტი ინდუსტრიად, უდიდეს ბაზრად გარდაიქმნა. ჩვენ ეს უნდა გავითვალისწინოთ. ხალხს მეტად იზიდავს სპორტის სანახაობრიობა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ სპორტს აქვს რაღაც სულშიჩამწვდომი. მიუხედავად ამისა, ამ სფეროს ეთიკური რეგულირების კოდექსის მიღებაში უნდა დავეხმაროთ, სადაც ადამიანები ყოველთვის სპორტის შუაგულში დაიკავებენ ადგილს. ეკლესიას სპორტის ღირებულებებში ცვლილებების შეტანა შეუძლია”.
კითხვაზე, ვატიკანის ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის შექმნას უნდა ველოდოთ თუ არა ახლო თუ შორეულ მომავალში, დე ტოკა პასუხობს: “ასე ვიტყოდი, სადღაც შუალედში უნდა ველოდოთ. დავიწყეთ მძლეოსნობით. მონაკოში ვეწვიეთ მსოფლიო მძლეოსნობის შტაბ-ბინას და ჩვენი ფედერაციის გაწევრიანებაზე ვიმსჯელეთ. თუ საერთაშორისო ფედერაციისგან აღიარებას მივიღებთ, მაშინ სხვათა შემთხვევაში საქმე გაგვიიოლდება. როდესაც სპორტის ხუთი სახეობა შესაბამის საერთაშორისო ფედერაციებში გაწევრიანდება, მაშინ შეგვეძლება ვიფიქროთ ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის კონსტიტუციაზე, მის ჩამოყალილებაზე და ერთ დღესაც ოლიმპიურ თამაშებზეც გამოვალთ”.
პარიზი-2024-ში ვატიკანის მონაწილეობასთან დაკავშირებით დე ტოკა დასძენს, რომ მისთვის ეს სავსებით რეალურად მოსჩანს.
სეოკ-ის პრესსამსახური