მარსელო ბიელსამ მსოფლიოს საუკეთესო მწვრთნელი დაასახელა
“ლიდს იუნაიტედის” მთავარმა მწვრთნელმა, მარსელო ბიელსამ, “მანჩესტერ სიტისა” და “არსენალის” მთავარ მწვრთნელებს შორის არსებულ კავშირზე ისაუბრა. შეგახსენებთ, რომ პეპ გვარდიოლას ყოფილმა ასისტენტმა, მიკელ არტეტამ რამდენიმე დღის წინ ჩაიბარა “მეთოფეთა” გუნდი.
“ჩემი აზრით, გვარდიოლა მსოფლიოს საუკეთესო მწვრთნელია და რა თქმა უნდა, როგორც ბრწყინვალე სპეციალისტი, ის პასუხისმგებელია თავის თანამშრომლებზეც.
მიკელ არტეტა გვარდიოლას შტაბში ძალიან მნიშვნელოვან მოვალეობას ასრულებდა. “არსენალს” არტეტა მწვრთნელად მხოლოდ იმიტომ არ დაუნიშნია, რომ გვარდიოლას დამხმარე იყო. მას ამასთან ერთად ბევრი ღირსეული თვისება გააჩნია.
გარკვეული დროის შემდეგ ჩვენ კიდევ უფრო დავინახავთ მის შესაძლებლობებს. სამ მატჩიდან გამომდინარე მის უნარებს ნამდვილად ვერ განვსაზღვრავთ,” – აცხადებს ბიელსა.