კურიოზი: ერთი ფეხბურთელის ტრანსფერი ორმა სხვადასხვა კლუბმა ერთდროულად გამოაცხადა
ხუთშაბათს ფეხბურთის მოყვარულები უცნაური ამბის მომსწრენი გახდნენ. “მარსელის” ყოფილი ფეხბურთელის, რაფიდინ აბდულას ტრანსფერი 15 წუთის ინტერვალში ორმა კლუბმა გამოაცხადა.
თბილისის დროით 14:36 საათზე შვეიცარიის რანგით მეორე დივიზიონის კლუბმა “სტად ლოზანა უშიმ” ტრანსფერი გააოფიციალურა. სოციალურ ქსელ Twitter-ში კლუბის ოფიციალურ გვერდზე 25 წლის ფეხბურთელისა და ერთ-ერთი მენეჯერის ერთად გადაღებული ფოტო გამოქვეყნდა.
“სტად ლოზანა-უში” ადასტურებს რაფიდინ აბდულას ტრანსფერს! ის ჩვენი კლუბის ღირსებას 2021 წლის ზაფხულამდე დაიცავს. კეთილი იყოს შენი მობრძანება, რაფიდინ!” – ვკითხულობთ პოსტში.
🔁 Annonce – Mercato:
Le FC Stade Lausanne Ouchy a le plaisir de vous annoncer l’arrivée de Rafidine Abdullah, né le 15 janvier 1994 à Marseille, milieu de terrain Comorien !
Il représentera nos couleurs jusqu’en été 2021. Bienvenue Rafidine ! 🔴⚪#AllezSLO #FCSLO pic.twitter.com/b5CPlkuoBn
— FC Stade Lausanne Ouchy (@FCSLO1) January 9, 2020
ზუსტად 14 წუთში (თბილისის დროით 14:50 საათზე) ესპანური “ერკულესის” ოფიციალურ გვერდზე ფოტო გამოქვეყნდა. ფოტოზე რაფიდინ აბდულა გუნდის სპორტულებში გამოწყობილი და ვარჯიშობს
“ნახევარმცველი რაფიდინ აბდულა “ერკულესს” სავარჯიშოდ შეუერთდა. კლუბს მასთან კონტრაქტის გაფორმების უპირატესობა გააჩნია”, – ვკითხულობთ “ერკულესის” განცხადებაში.
ℹ El centrocampista Rafidine Abdullah (Marsella, 15/01/1994) se incorpora hoy a los entrenamientos del #HérculesCF. El club tiene una opción para quedarse con sus servicios.
Abdullah ha militado en el Olimpique de Marsella, Lorient, Cádiz y Waasland-Beveren #MachoHércules pic.twitter.com/yx7uaZsx4z
— Hércules CF Oficial (@cfhercules) January 9, 2020
ესპანური მედიის ცნობით, საბოლოოდ, აბდულა შვეიცარიაში გადაბარგდება, სადაც “სტად ლოზანა-უშის” რიგებში ითამაშებს.