დღის მთავარი სატრანსფერო ამბები – 13 იანვარი
ეშლი იანგის შეძენა “კრისტალ პალასსა” და “ლაციოსაც” სურთ
“სანის” ინფორმაციით, “კრისტალ პალასი” და “ლაციო” ეშლი იანგის შესაძენად იბრძოლებენ.
ცნობილია, რომ 34 წლის ფეხბურთელთან მოლაპარაკებებს “ინტერი” მართავს, თუმცა მისი დამატება ახლა სხვა კლუბებსაც სურთ.
სად ითამაშებს მიულერი?
ტომას მიულერს ჯერ-ჯერობით გადაწყვეტილი არ აქვს, სად გააგრძელებს კარიერას. არ არის გამორიცხული, ზაფხულში მან კლუბი შეიცვალოს.
მიულერს “ბაიერნთან” კონტრაქტი 2021 წლის ივნისში ეწურება.
ჯო ჰარტი “მილანში”?
“ბარნლის” მეკარე ჯო ჰარტი შესაძლოა, “მილანში” ვიხილოთ. გავრცელებული ინფორმაციით, “როსონერი” მას პეპე რეინას შემცვლელად მოიაზრებს.
შეგახსენებთ, რომ მილანელთა სათადარიგო მეკარე რეინა მალე “ასტონ ვილას” ღირსებას დაიცავს.
“ბარსელონამ”, შესაძლოა, კრისტიან სტუაინი დაიმატოს
კატალონიის “ბარსელონა” ტრავმირებული ლუის სუარესის შემცვლელის ძიებაშია. დიდი შანსია, კატალონიელებმა “ჟირონას” 33 წლის შემტევი კრისტიან სტუანი დაიმატონ.
სტუაინიმ “ჟირონასთან” კონტრაქტი 2023 წლამდე აქვს გაფორმებული და მისი გამოსასყიდი თანხა 25 მილიონ ევროს შეადგენს.