დიეტა, ცხოვრების სტილი, დასვენება – რატომ არის კრიშტიანო რონალდუ მუდმივად კარგ ფორმაში?
ტურინის “იუვენტუსის” თავდამსხმელი, კრიშტიანო რონალდუ მუდმივად კარგ ფიზიკურ ფორმაშია. ცნობილია, რომ პორტუგალიელი სუპერვარსკვლავი ბევრს ვარჯიშობს და ის ყველასათვის მისაბაძი მაგალითია. მისი წარმატების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კომპონენტი კვება და ცხოვრების სტილია.
რას მიირთმევს რონალდუ?
კრიშტიანო დღეში 6-ჯერ იკვებება, ყველაზე ხშირად კი ის თევზს მიირთმევს. მას ყველაზე მეტად მოსწონს შიმშერი და თინუსი და ხშირად მიირთმევს მოშუშულ ხორცს. რონალდუ ქათმის ხორცს “ჯადოსნურ საკვებად” მოიხსენიებს, რადგან ის დაბალკალორიულია და დიდი რაოდენობით პროტეინს შეიცავს.
დილის საუზმე – ლორი, ყველი და დაბალკალორიული იოგურტი.
საუზმეულები – ხილი და ავოკადო.
ლანჩი N1 – ქათმის ხორცი და სალათა.
ლანჩი N2 – თევზი (თინუსი) სალათთან ერთად, მოხარშული კვერცხი და ზეთისხილი.
სადილი N1 – ახალი შიმშერი და სალათა.
სადილი N2 – ხორცის ან თევზის ნაჭერი და კალმარი.
ხუთი მოკლე ძილი დღეში
რონალდუს ღამით რვა საათი სძინავს. დამატებით, ყოველდღიურად, ის ხუთჯერ წაუძინებს.
“სათანადო ძილი ძალიან მნიშვნელოვანია. ადრე ვიძინებ და ადრე ვიღვიძებ, განსაკუთრებით მატჩის დღეს. ძილი კუნთებს აღდგენაში ეხმარება”, – ამბობს რონალდუ.
ცურვა
რონალდუს ცურვა ძალიან უყვარს, ამიტომ მას აუზში ხშირად იხილავთ. კრიშტიანო წვრილმანებს დიდ ყურადღებას აქცევს. მან კრიოთერაპიაში (სიცივით მკურნალობა) 65 000 დოლარი დააბანდა. კრიოთერაპია მას ეხმარება კუნთების ტკივილის შემცირებაში, ასევე, მისი გამოყენების შედეგად, მცირდება კუნთის დაჭიმულობა.
კრიშტიანო ცდილობს ოჯახის წევრებთან ერთად რაც შეიძლება მეტი დრო გაატაროს. ეს მისთვის განტვირთვის ერთ-ერთი საშუალებაა.
“ფსიქოლოგიური სიძლიერე ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც ფიზიკური. ვარჯიში ყველაზე მნიშვნელოვანია, მაგრამ მშვიდი ცხოვრება გეხმარება იმაში, რომ საუკეთესო ფორმაში იყო. თავისუფალ დროს ოჯახთან და მეგობრებთან ერთად ვატარებ, ეს დადებითი განწყობის შექმნაში ხელს მიწყობს”, – თქვა რონალდუმ.
არანაირი ალკოჰოლი
2005 წლის შემდეგ კრიშტიანო რონალდუ ალკოჰოლს ძალიან იშვიათად იღებს. გარდა იმისა, რომ ალკოჰოლის მიღება მის დიეტას ხელს შეუშლის, ყველამ იცის, მისი მამის გარდაცვალების ამბავი. კრიშტიანოს მამა ალკოჰოლზე დამოკიდებული იყო. თუმცა, ერთ-ერთ ინტერვიუში რონალდუმ აღიარა, რომ ევროპის ჩემპიონატის მოგების შემდეგ მან ალკოჰოლი დიდი დოზით მიიღო, ეს შემთხვევა ნამდვილად გამონაკლისია.