დემბა ბა: “ოქროს ბურთის მოგებას მესიზე მეტად მანე იმსახურებდა”
ლონდონის “ჩელსის” ყოფილი თავდამსხმელი დემბა ბა მიიჩნევს, რომ 2019 წელს წარმატებული ასპარეზობისთვის ოქროს ბურთი არა ლეო მესის, არამედ სადიო მანეს უნდა მოეგო.
“დღესდღეობით ძალიან ბევრს ვსაუბრობთ სტატისტიკაზე. ვფიქრობ, მანეს ამ კუთხითაც ჰქონდა საკმარისი შედეგი, რომ ოქროს ბურთი მოეგო. მესისა და მანეს სტატისტიკა რომ გაგეცვალათ, დარწმუნებული ვარ, რომ ოქროს ბურთს მაინც მესი მოიგებდა.
ის ფაქტი, რომ მანემ ჩემპიონთა ლიგა და სუპერთასი მოიგო, წარმოუდგენელი სეზონი ჩაატარა და პრემიერ ლიგის ბომბარდირიც გახდა, უბრალოდ გამაგიჟებელია! გარდა ამისა, არ უნდა დავივიწყოთ, რომ მნიშვნელოვანი მატჩის ბედიც არაერთხელ გადაუწყვიტავს. მჯერა, რომ ის მოგებას იმსახურებდა.
ბევრ ფეხბურთელთან მისაუბრია ამ თემაზე და ყოველთვის ამბობენ რომ – “კი, მაგრამ მესი უკეთესი ფეხბურთლია”. რა თქმა უნდა, ეს ყველამ იცის!
სადიო მანე რომ ჩემთან მოვიდეს და მითხრას რომ მესიზე უკეთესი ფეხბურთელია, სილას გავაწნი და ვეტყვი რომ მოკეტოს, მაგრამ ჩემი გადმოსახედიდან, 2019 წელს ოქროს ბურთის მოგებას მესიზე მეტად ის იმსახურებდა,” – აცხადებს დემბა ბა.