ბუფონი: “არ მინდა ბავშვებისთვის მისაბაძ მაგალითს წარმოვადგენდე”
ტურინის “იუვენტუსსი” ვეტერანი მეკარე, ჯანლუიჯი ბუფონს, პაოლო მალდინის რეკორდის დამხობამდე სულ ცოტა აშორებს. ამ ეტაპზე იტალიის ჩემპიონატში ორივე მათგანს 647 შეხვედრა აქვთ ჩატარებული, რაც საუკეთესო მაჩვენებელს წარმოადგენს.
“რა თქმა უნდა, ეს ძალიან სასიამოვნო შედეგია და ვამაყობ კიდეც ამით. ცხოვრება ბევრჯერ გვიწევს მსხვერპლის გაღება, თუმცა ასეთი ლამაზი და სასიამოვნო მომენტებიც მრავლადაა.
სიმართლე გითხრათ, არ მინდა ბავშვებისთვის მისაბაძ მაგალითს წარმოვადგენდე. არ მინდა მათ ჩემგან რამე ისწავლონ, ეს ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა. მათზე მშობლებმა უნდა იზრუნონ.
მაგალითად, როდესაც ოჯახი ნახავს როგორ ატარებს ბუფონი მე-700 შეხვედრას სერია A-ში, მამა შვილს ეტყვის – ‘ნახე ბუფონი, რომელიც გარკვეულ პერიოდებში ძალიან მძიმე მდგომარეობაში იმყოფებოდა, მაგრამ საკუთარ თავში რწმენა იპოვა და დაბრკოლებები გადალახა’. მინდა სწორედ ასეთი ვიყო ბავშვებისთვის,” – აცხადებს ჯიჯი.