ზიეჩი: “ფეხბურთი დიდი თოჯინების შოუა, რომელიც უარესი ხდება”
ამსტერდამის “აიაქსის” ერთ-ერთი ლიდერი ჰაკიმ ზიეჩი პრესასთან საუბრისას ძალიან საინტერესო თემას შეეხო და აღნიშნა, რომ გარშემომყოფთაგან ძალიან ცოტას ენდობა.
“ძალიან მარტივად შემიძლია ადამიანების ამოცნობა და ძალიან არ მიყვარს ყალბი ადამიანები. ერთი დიალოგითაც შემიძლია განვსაზღვრო, არის თუ არა ყალბი ესა თუ ის პიროვნება. ჩემთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანია.
თუ ვინმეს ვენდობი, შემიძლია ბრმად ვენდო. სხვაგვარად ვერ შემეხებით და თქვენ მოსაზრებასაც არანაირი მნიშვნელობა არ აქვს ჩემთვის. ფეხბურთში ბევრი ყალბი ფიგურაა, ამიტომაც ძალიან ცოტას ვენდობი. ეს დიდი თოჯინების შოუა, რომელიც უარესი ხდება.
ხალხს, რომელიც არ მიცნობს, ჩემთან შეხება არ აქვს და მაინც საუბრობენ ჩემ თავისებურებებზე, უბრალო კლოუნებს ვეძახი. მაგრამ ზოგჯერ ეს მათი ბრალი ნაკლებადაა, ისინი სოციალური ქსელების ზემოქმედების ქვეშ ექცევიან,” – აცხადებს ზიეჩი.