მაკგრეგორი: “მე უფრო რუსი ვარ, ვიდრე ხაბიბი! მე მიყვარს რუსეთი!”
UFC-ის ირლანდიელ მებრძოლს, კონორ მაკგრეგორს დონალდ სერონის წინააღმდეგ გამართული შეხვედრის შემდეგ შეკითხვა ხაბიბ ნურმაგომედოვთან შესაძლო ჩხუბზე დაუსვეს. UFC-ის ხელმძღვანელ დანი უაითისგან განსხვავებით, კონორი მოსკოვში ჩხუბის მომხრეა და იმასაც ამბობს, რომ მას რუსეთი უყვარს.
ჟურნალისტი: “დანას შენი და ხაბიბის ორთაბრძოლის მოსკოვში გამართვის შესაძლებობის შესახებ ვკითხე და ის ამ იდეის წინააღმდეგია. შეგიძლია, მითხრა, რატომ არის ასე უარყოფითად განწყობილი?”
მაკგრეგორი: “რატომაა ის ამის წინააღმდეგი?”
ჟურნალისტი: “როგორც ამბობენ, PPV-ის (სატელევიზიო ჩვენების შემოსავალი) გამო.”
მაკგრეგორი: “კი მაგრამ, რა რაოდენობის თანხაა საკმარისი? რუსეთში ბევრი ფულია, დიდი შემოსავალი. მე მიყვარს რუსეთი! მიყვარს რუსი ხალხი! ცოტა ხნის წინ მოსკოვში ვიყავი, დიდებული ერია. მათ შერეული საბრძოლო ხელოვნება ძალიან მოსწონთ. მათ მე მოვწონვარ და მხარს მიჭერენ. ისინი მხარს უჭერენ Proper Twelve-ს (ვისკი, რომელსაც კონორი აწარმოებს – ავტ.). დიდი სურვილი მაქვს, იქ ვიჩხუბო. ვნახოთ, რა მოხდება. მინდა, ხალხს სანახაობა შევთავაზო. მე თუ მოსკოვში ჩავალ, ეს ქალაქი მთელი მსოფლიოს ყურადღებას მიიპყრობს. თქვენი კაცი (ხაბიბი) ამბობდა, რომ მე ამ ქალაქში ჩასვლის საშუალებას არ მომცემდნენ და იქიდან გამომაგდებდნენ, მაგრამ ქუჩაში ხალხი ჩემ სახელს ყვიროდა. მე უფრო მეტად ვარ რუსი, ვიდრე ხაბიბი. მოსკოვში საჩხუბრად ჩასვლას ვისურვებდი.”
შეგახსენებთ, რომ დაღესტნელმა ხაბიბ ნურმაგომედოვმა მაკგრეგორი 2018 წლის ოქტომბერში დაამარცხა.
👀 'I'm more Russian than that man!'
Conor McGregor on Russia and competing in Moscow 🇷🇺@TheNotoriousMMA 👊🏼 #UFC246 pic.twitter.com/ekJsAU9HR2
— RT Sport (@RTSportNews) January 19, 2020