დღის მთავარი სატრანსფერო ამბები – 20 იანვარი
იოვიჩი “ტოტენჰემში”?
Daily Star-ის ინფორმაციით, “ტოტენჰემის” მთავარ მწვრთნელ ჟოზე მოურინიოს მის გუნდში ლუკა იოვიჩის ხილვა სურს.
როგორც იცით, ლონდონელებს თავდამსხმელი ჰარი კეინი დაემტვრათ და კლუბი მის შემცვლელს ეძებს. არ არის გამორიცხული, თვის ბოლოს “რეალის” სერბი შემტევი “ტოტენჰემში” ვიხილოთ.
“პარი სენ-ჟერმენს” კულიბალის შეძენის იმედი აქვს
“დეილი მეილის” ცნობით, “პარი სენ-ჟერმენი” მიმდინარე ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს “ნაპოლის” ცენტრალური მცველის, კალიდუ კულიბალის გადაბირებას შეეცდება.
გავრცელებული ინფორმაციით, პსჟ სენეგალელ ფეხბურთელს სეზონში, ხელფასის სახით, 12 მილიონ ევროს შესთავაზებს.
პოგბას წასვლის დროა?
“მანჩესტერ იუნაიტედის” ყოფილი მარცხენა მცველი, პატრის ევრა ამბობს, რომ შესაძლოა, პოლ პოგბას გუნდიდან წასვლის დრო მოვიდა.
“შესაძლოა, პოგბას წასვლის დრო მოვიდა. როცა ის თამაშობს, ფანები მას აკრიტიკებენ. როცა არ თამაშობს, მაინც მას აკრიტიკებენ”, – თქვა ევრამ.
შეგახსენებთ, რომ ფრანგი ნახევარმცველის სხვა კლუბში გადაბარგების შესახებ ხშირად საუბრობენ. მის მიმართ ინტერესს “რეალი” და “იუვენტუსი” აქტიურად იჩენდნენ.
ვერნერს “ლივერპულში” გადასვლა სურს
“ბილდის ცნობით, “ლაიფციგის” თავდამსხმელ ტიმო ვერნერს სურს, რომ ზაფხულში “ლივერპულის” წევრი გახდეს.
როგორც იცით, ვერნერსა და მერსესაიდულ კლუბს ერთმანეთთან ხშირად აკავშირებენ.