ლა ლიგის ბიზნეს სკოლის სპორტის მარკეტინგის სასერტიფიკატო კურსზე სწავლა დაიწყო!
21 იანვარს საქართველოში ესპანური ლა ლიგის ბიზნეს სკოლის სპორტის მარკეტინგის სასერთიფიკატო კურზე კურსზე სწავლა დაიწყო.
სპორტის უნივერსიტეტში, კურსის 24 მონაწილეს, რომლებიც წარმოდგენილები არიან საფეხბურთო გუნდებიდან, საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტიდან, სპორტული ფედერაციებიდან, საქართველოს პარლამენტის სპორტის კომიტეტიდან და სპორტის უნივერსიტეტიდან, მისასალმებელი სიტყვით მიმართეს ორგანიზატორებმა – სპორტ სოლუშენის ხელმძღვანელმა შოთა გოგიტაურმა, სპორტის უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ვლადიმერ ბოჟაძემ, განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის სამინისტროს სპორტის განვითარების სამმართველოს უფროსმა ვასილ ლიპარტელიანმა და საქართველოს პარლამენტის სპორტის კომიტეტის მოწვეულმა კონსულტანტმა ანატოლი კორეპანოვმა.
შოთა გოგიტაური:
“ლა ლიგის ბიზნეს სკოლა ოპერირებს 15 ქვეყანაში და საქართველო არის მე-16 ქვეყანა, სადაც ისინი ახორციელებენ თავიან საქმიანობას. მოხარული ვარ, რომ მოგვეცა საშუალება მსვავსი მასშტაბის პროექტი გაგვეხორციელებინა.”
პირველ ლექციაზე საუბარი იყო სტრატეგიული მენეჯმენტის, მისი ძირითადი ფუნქციების, სპორტული ორგანიზაციის ხედვის, მიზნებისა და ამოცანების განსაზღვრის შესახებ. ლექციას ანატოლი კორეპანოვი გაუძღვა.
ქართველ ლექტორებთან ერთად, კურსზე ლექციებს კითხულობენ ესპანელი ექსპერტები, ხოსე მოია გომესი – ლა ლიგის ბიზნეს სკოლის დირექტორი და ედუარდო ლეგენდრე – ლა ლიგის ბიზნეს სკოლის მარკეტინგის დირექტორი, რომლებიც კურსის დასკვნით ეტაპზე, 27, 28, და 29 იანვარს გაუზიარებენ საკუთარ გამოცდილებას კურსის მონაწილეებს.
პროექტი ხორციელდება განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის, არასამთავრობო ორგანიზაცია სპორტ სოლუშენისა და ლა ლიგის ბიზნეს სკოლის ეგიდით.
კურსის გავლის შემდეგ მონაწილეებს გადაეცემათ ლა ლიგის ბიზნეს სკოლის ოფიციალური სერთიფიკატი სპორტის მარკეტინგის სფეროში კვალიფიკაციის დადასტურების შესახებ.