WordPress-ის მონაცემთა ბაზის შეცდომა: [Query execution was interrupted (max_statement_time exceeded)]
SELECT SQL_CALC_FOUND_ROWS wp_posts.ID FROM wp_posts LEFT JOIN wp_term_relationships ON (wp_posts.ID = wp_term_relationships.object_id) WHERE 1=1 AND wp_posts.ID NOT IN (419012) AND ( wp_term_relationships.term_taxonomy_id IN (3,4,5,6,7,8,9,10,12,13,14,15,16,17,18,19,21,22,23,24,25,26,27,28,29,30,31,32,36,37,38,40,50,51,56,57,201,4225,6390,2415,10283,13906,14078,14273,14274,14275,14276,14277,20082,24857,28151,28152,28159,28160,28161,28164,28165,28166,28167,28168,28219,28621) ) AND wp_posts.post_type = 'post' AND ((wp_posts.post_status = 'publish')) GROUP BY wp_posts.ID ORDER BY wp_posts.post_date DESC LIMIT 0, 15

დღის მთავარი სატრანსფერო ამბები – 22 იანვარი

თარიღი: იანვარი 23, 2020

ოფიციალურად: ჯანო ანანიძე კვიპროსის ჩემპიონატში ითამაშებს

კვიპროსული “ანორთოსისის” ოფიციალური ვებ-გვერდი ადასტურებს ინფორმაციას კიდევ ერთი ქართველი ფეხბურთელის ტრანსფერის შესახებ. საუბარი ჯანო ანანიძეს ეხება.

რამდენადაც ჩვენთვის ცნობილი ხდება, “სპარტაკის” ყოფილ ფეხბურთელს კვიპროსის ჩემპიონობისთვის მებრძოლ კლუბთან 5-თვიანი კონტრაქტი აქვს გაფორმებული.

რასაკვირველია, ამ ტრანსფერის მთავარ განმაპირობებელ მიზეზს თემურ ქეცბაია წარმოადგენს, რომელიც “ანოროთოსის” მთავარ მწვრთნელად მუშაობს. ანანიძეს გარდა გუნდში თორნიკე ოქრიაშვილი, ნიკა კაჭარავა და მურთაზ დაუშვილი ირიცხებიან.

ოდრიოსოლა “ბაიერნში” ითამაშებს

მიუნხენის “ბაიერნმა” მადრიდის “რეალიდან” იჯარით ალვარო ოდრიოსოლა დაიმატა. 24 წლის მარჯვენა მცველი ბავარიულ კლუბში მიმდინარე სეზონის ბოლომდე დარჩება.

ესპანელმა ფეხბურთელმა “ბაიერნში” სამედიცინო შემოწმება გაიარა, რის შემდეგაც კონტრაქტს ხელი მოაწერა. მან გუნდში პირველი ვარჯიში უკვე ჩაატარა.

“ნაპოლი” პოლიტანოს შეძენასთან ახლოსაა

იტალიურ პრესაში გავრცელებული ინფორმაციით, “ნაპოლიმ” “ინტერთან” მატეო პოლიტანოს ტრანსფერთან დაკავშირებით შეთანხმებას მიაღწია.

როგორც ირკვევა, ნეაპოლელებმა “ინტერს” 26 წლის შემტევის სანაცვლოდ 25 მილიონი ევრო შესთავაზეს.

ერიქსენი “ტოტენჰემის” ხელმძღვანელებს ესაუბრა

ბრიტანული მედიის ცნობით, კრისტიან ერიქსენი “ტოტენჰემის” ხელმძღვანელობას შეხვდა და მათ უთხრა, რომ ზამთარში კლუბის დატოვება სურს.

ყველასათვის ცნობილია, რომ დანიელი ფეხბურთელის შეძენას “ინტერი” ცდილობს. მილანური კლუბი მის სანაცვლოდ 20 მილიონ ევროს იხდის.

“ბაიერნი” კოუტინიოს გამოსყიდვას არ აპირებს

“ბილდის” ცნობით, მიუნხენის “ბაიერნი” ფილიპე კოუტინიოს გამოსყიდვას არ აპირებს, ამიტომ მისი იჯარის ვადის ამოწურვის შემდეგ, ფეხბურთელი “ბარსელონაში” დაბრუნდება.

კოუტინიომ ბუნდესლიგაში ჩატარებულ 16 მატჩში ექვსი გოლი გაიტანა და 5 საგოლე პასი გააკეთა.



მსგავსი სიახლეები