დღის მთავარი სატრანსფერო ამბები – 23 იანვარი
“მანჩესტერ იუნაიტედი” სულშერის გაშვებას არ აპირებს
Sky Sports-ის ცნობით, “მანჩესტერ იუნაიტედის” ხელმძღვანელობა ოლე გუნარ სულშერს ენდობა და მის გაშვებას არ აპირებს.
შეგახსენებთ, რომ 22 იანვარს მანჩესტერული გუნდი საკუთარ მოედანზე “ბარნლისთან” 0:2 დამარცხდა.
“ლივერპული” ისკოთი ინტერესდება
ესპანური მედიის ცნობით, “ლივერპული” მადრიდის “რეალის” შემტევი ნახევარმცველის, ისკოს შეძენის ვარიანტს განიხილავს.
გავრცელებული ინფორმაციით, ლივერპულელები ფლეიმეიქერის ძიებაში არიან.
“ჩელსი” კეპას შემცვლელს ეძებს
The Times-ის ცნობით, ლონდონის “ჩელსი” კეპას შემცვლელს ეძებს. კლუბის ხელმძღვანელობა ესპანელი მეკარის ბოლოდროინდელი თამაშით უკმაყოფილოა.
“ჩელსი” “ბარნლის” მეკარე ნიკ პოუპითა და “შეფილდის” კარის დარაჯით დინ ჰენდერსონით ინტერსდება.
სებალოსს “არსენალის” დატოვება სურს
ლონდონის “არსენალში” იჯარით მყოფ დანი სებალოსს კლუბის დატოვება სურს. ესპანურ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, 23 წლის შემტევმა ნახევარმცველმა მადრიდის “რეალს” უკვე უთხრა იმის შესახებ, რომ მას სხვა გუნდში თამაშის სურვილი აქვს.