მწვრთნელი ადასტურებს – დანი ოლმო ახალ კლუბში ითამაშებს
ზაგრების “დინამოს” მთავარი მწვრთნელი ნენად ბიელიცა ადასტურებს ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც გუნდი ესპანელმა ვარსკვლავმა დანი ოლმომ დატოვა.
“მის ხელთ არსებული რამდენიმე ვარიანტიდან დანიმ არჩევანი “ლაიფციგზე” გააკეთა. ჩემი გადმოსახედიდან, “ლაიფციგი” საუკეთესო კლუბია მისი განვითარებისთვის.
ძალიან უნდოდა თანაგუნდელებთან გამომშვიდობება, სანამ ლაიფციგში წავიდოდა სამედიცინო შემოწმების გასავლელად, თუმცა ვერ მოახერხა. ძალიან ემოციური იყო,” – აცხადებს ბიელიცა.
შეგახსენებთ, რომ დანი ოლმო “ბარსლეონას” სახელოვანი აკადემიის აღზრდილია და 2014 წლიდან ხორვატული კლუბის ღირსებას იცავს. ტრანსფერის სავარაუდო ფასად 20-30 მილიონი სახელდება.