კონსპირაციული თეორია: “ლივერპული” დოპინგს იყენებს?
იურგენ კლოპის “ლივერპული” დღეს “ვესტ ჰემის” დამარცხებას თუ შეძლებს, მიმდინარე სეზონში პრემიერ ლიგის 19-ვე კლუბის წინააღმდეგ ექნება გამარჯვება მოპოვებული. იანვრის თვეში მსგავსი შედეგის დაფიქსირება, ალბათ, თავადაც ხვდებით რაოდენ დიდებულია.
გერმანელი სპეციალისტის მიერ შექმნილმა “მანქანამ” მიმდინარე სეზონში პრემიერ ლიგაში მხოლოდ “მანცესტერ იუნაიტედთან” დაკარგა ქულები, დღევანდელი მოგებით კი უახლოეს მდევართან სხვაობის 19 ქულამდე გაზრდას შეძლებს.
გარდა ამისა, “მერსესაიდელები” “სიტის” ასქულიან შედეგსა და “არსენალის” დაუმარცხებელ ოქროს პრემიერ ლიგასაც უმიზნებენ. “ლივერპულის” ასეთი გარდასახვის ახსნა ზოგს იმდენად გაუჭირდა, რომ კონსპირაციულ თეორიაზეც დაიწყეს საუბარი, თანაც საკმაოდ აქტუალურად.
——-THREAD—–
Is this Liverpool a great side or are they doping?
Interesting information to take into consideration— Ali 🇮🇶 (@messi1_ali) December 1, 2019
“ეს “ლივერპული” ნამდვილად დიდებული გუნდია, თუ დოპინგს იყენებენ? საინტერესო ინფორმაციაა, რისი განხილვაც ნამდვილად ღირს.”
After every game, the Reds are given a special, mineral drink which enhances their performance, 'Sport Bild' reports.
"secret potion which Jürgen Klopp gives to his players after every game which significantly enhances their performance"
— Ali 🇮🇶 (@messi1_ali) December 1, 2019
ტვიტერის მომხმარებელი Ali ამავდროულად As-ის მიერ Sport Bild-ის ინფორმაციაზე დაყრდნობით დაწერილ სტატიას აზიარებს, სადაც აღნიშნულია, რომ “ლივერპულის” ფეხბურთელები ყოველდღე იღებენ მინერალურ წყალს, რომელიც მათ აძლიერებთ.
ეს უკანასკნელი აგრეთვე ყურადღებას ამახვილებს იმ ფაქტზე, რომ იურგენ კლოპმა ფეხბურთელებს ზემოხსენებული სითხის მიღება გასული სეზონის შემდეგ დაავალა.
Jurgen Klopp at Liverpool:
15/16 – hamstring injuries
16/17 – physically dead by Xmas
17/18 – record amount of rotations but knackered in 2nd half
Since 18/19 – little rotation, no muscular injuries and non-stop energy for 90 minutes.
Totally normal! pic.twitter.com/4Jxwp5k7Rb— Ali 🇮🇶 (@messi1_ali) January 23, 2020
მორიგ ტვიტში Ali აღნიშნავს, რომ 15/16 წლების სეზონი “ლივერპულისთვის” ტრავმებით იყო სავსე, 16/17 წლების სეზონში გუნდი შობის გადატვირთულმა გრაფიკამ ჩაძირა, მომდევნო სეზონში რეკორდული ოდენობის როტაციას ახორციელებდა კლოპი თუმცა მეორე ნახევარში მაინც დამარცხდა. წელს კი მინიმალური როტაციის პირობებში არანაირი მუსკულარული ტრავმები და უზღვავი ენერგია 90 წუთისთვის. სრულად ნორმალურია! – დასძენს ცინიკურად ალი.