თბილისის “საბურთალომ” პორტუგალიელი ჟარდელ როდრიგეს ნაზარე დაიმატა.
როდრიგესი ამპლუით მარცხენა მცველია და კლუბთან 1+1 ხელშეკრულებას მოაწერა ხელი.
24 წლის ჟარდელი უკვე გუნდთან ერთად ვარჯიშობს და დღეს გასამართ ამხანაგურ მატჩშიც მიიღებს მონაწილეობას.
პორტუგალიელი ბოლოს “ოლეიროსში” თამაშობდა, რომელიც პორტუგალიის მე-3 ლიგაში გამოდის. 2017 წელს ლატვიაში ასპარეზობისას თასი მოიგო.