“ტორპედო” უკანასკნელმა მოჰიკანმა დატოვა
ქუთაისის “ტორპედო” იმ ერთადერთმა ფეხბურთელმაც დატოვა, რომელიც ჯერ კიდევ ელოდებოდა გუნდში ინვესტორის მისვლას.
37 წლის გრიგოლ დოლიძე წყალტუბოს “სამგურალს” შეუერთდა და გუნდთან 1-წლიანი კონტრაქტი გააფორმა.
დოლიძე ის ბოლო ფეხბურთელი იყო, რომელიც “ტორპედოში” სიტუაციის გამოსწორებას ელოდა, მაგრამ ჯერ კიდევ გაურკვეველია ქუთათურთა ბედი.
გრიგოლმა პროფესიული საფეხბურთო კარიერა 2000 წელს ლანჩხუთის ,,გურიაში” დაიწყო. შემდეგ თამაშობდა ოზურგეთის ,,მერცხალში”, ბოლნისის ,,სიონში”, თბილისის ,,ამერში” , აზერბაიჯანულ ,,სიმურგში”, რუსთავის ,,ოლიმპში”, ზუგდიდის ,,ბაიაში”, გორის ,,დილაში”, ,,ზესტაფონში”, ,,სამტრედიასა” და ქობულეთის ,,შუქურაში”.
2016 წლიდან დოლიძე ქუთაისის ,,ტორპედოს” ღირსებას იცავდა და ქუთაისურ გუნდთან ერთად ქვეყნის ყველა ტიტული მოიგო (ჩემპიონობა, თასი(2), სუპერთასი(2).