მინამინო: “არასოდეს დავივიწყებ კლოპის პირველ სიტყვებს”
მერსესაიდული “ლივერპულის” ახალწვეულმა, 25 წლის ტაკუმი მინამინომ, პრესასთან საუბრისას იურგენ კლოპის პირველი სიტყვები გაიხსენა. შეგახსენებთ, რომ ევროპის მოქმედმა ჩემპიონმა მინამინოს ტრანსფერში “ზალცბურგს” სულ რაღაც 9.5 მილიონი ევრო გადაუხადა.
“არასოდეს დავივიწყებ კლოპის პირველ სიტყვებს. ორი თუ სამი დღე იყო გასული ჩემი კლუბში მისვლიდან და მითხრა, რომ შემეძლო ისე მეთამაშა, როგორც მომინდებოდა.
ძალიან ბედნიერი ვიყავი მისი ამ სიტყვების მოსმენის შემდეგ. გასახდელში კლოპი ძალიან დიდ როლს თამაშობს, ის ფეხბურთელებს უდიდეს მოტივიციას აძლევს. ვცდილობ მის ამ გარჯას შესაფერისად ვუპასუხო როგორც ვარჯიშებზე, ასევე თამაშშიც.
ამ კლუბში ყოფნა უბედნიერესს მხდის. პრემიერ ლიგაში კარგად გამოვიყურებით, თუმცა ჩემპიონობა გარანტირებული ჯერ არ არის. ასი პროცენტით რომ დავრწმუნდე, მინდა ბოლომდე დავიხარჯო და გუნდთან ერთად ვიზეიმო პრემიერ ლიგის მოგება,” – აცხადებს მინამინო.