ჟოზე მოურინიოს რეაქცია, როცა გაიგო, რომ რაჰიმ სტერლინგს ყვითელი ბარათი უკვე ჰქონდა (ვიდეო)
2 თებერვალს, ინგლისის პრემიერ ლიგაში “ტოტენჰემმა” საკუთარ მოედანზე “მანჩესტერ სიტი” მიიღო და მეტოქე 2:0 დაამარცხა.
შეხვედრის მე-40 წუთზე ილქაი გიუნდოგანის დარტყმული პენალტი ლორისმა მოიგერია, დამატებაზე თამაშს რაჰიმ სტერლინგი ცდილობდა, რომელიც საჯარიმოში წაიქცა. ვიდეორეფერიმ ეს ეპიზოდი განიხილა, იყო საშიშროება, რომ კიდევ ერთი თერთმეტმეტრიანი დანიშნულიყო.
მას შემდეგ, რაც ვიდეორეფერიმ ეპიზოდი განიხილა და პენალტი არ დაინიშნა, მოურინიო სტერლინგისათვის, სიმულაციის გამო, ყვითელი ბარათის ჩვენებას ითხოვდა. “მანჩესტერ სიტის” შემტევს ამ შეხვედრაში ერთი ყვითელი მიღებული უკვე ჰქონდა, ხოლო მეორის მიღების შემთხვევაში მოედნის დატოვება მოუწევდა.
This is bloody brilliant. Mourinho was celebrating Lloris’ penalty save on Gundogan but then when he remembered Sterling had a yellow card and Mike Dean didn’t book him for the second time for the dive, he was absolutely furious.
Vintage Jose 😂 pic.twitter.com/bcXW4ddClN
— FutbolBible (@FutbolBible) February 2, 2020