ფრანგი პოლიტიკოსების დასაფასებელი საქციელი – როგორ მიაგეს მათ პატივი ბექა ბურდიაშვილის ხსოვნას
ბევრისთვის უცნობია, რომ ფრანგ პოლიტიკოსებს საკუთარი სარაგბო გუნდი ჰყავთ. გუნდში ფრანგი მინისტრები, სენატორები და დეპუტატები თამაშობენ.
2 თებერვალს პოლიტიკოსების გუნდმა მორიგი ამხანაგური მატჩი გამართა. ჩვენთვის ისაა საინტერესო, რომ მათ ავტოავარიის შედეგად გარდაცვლილი ბექა ბურდიაშვილის ხსოვნას პატივი წუთიერი დუმილით მიაგეს. ასევე, პოლიტიკოსებმა თანხა შეაგროვეს, რომელსაც ისინი გარდაცვლილი ქართველი მორაგბის ოჯახს გადასცემენ.
“პარიზში პოლიტიკოსების გუნდის მატჩზე ვიმყოფებოდი. “გროლეს” მოთამაშის, ბექა ბურდიაშვილის ხსოვნას პატივი წუთიერი დუმილით მივაგეთ. ბრავო ჩემ კოლეგებს და მადლობა მათ ბექას ოჯახისათვის შეგროვებული თანხისათვის”, – წერს პოლიტიკოსი მერი-კრისტინ ვერდიე-ჟუკლა სოციალურ ქსელ Twitter-ში.
შეგახსენებთ, რომ 26 წლის ბექა ბურდიაშვილი 26 იანვარს ავტოავარიის შედეგად გარდაიცვალა.
A Paris avec le @xvparlementaire pour le match #France #Angleterre dédié à la mémoire de Beka Burdiashvili, joueur Graulhétois.Une minute d’applaudissements pour lui !Ce soir je récupère la cagnotte offerte par le @xvparlementaire pour l’apporter à sa famille. Fière! pic.twitter.com/6kQBui0sXj
— Marie-Christine Verdier-Jouclas (@VerdierJouclas) February 2, 2020
J’ai assisté au match ! C’était top ! Bravo à mes collègues parlementaires et merci pour la cagnotte pour la famille de Beka Burdiashvili du Sporting Club Graulhétois. https://t.co/Fz8QIjQr6p
— Marie-Christine Verdier-Jouclas (@VerdierJouclas) February 2, 2020