ლამპარდს კეპას შემცვლელად გუნდში ონანას მიყვანა სურს
ლონდონის “ჩელსის” ხელმძღვანელები სერიოზულად ფიქრობენ კეპა არისაბალაგას გუნდიდან გაშვებასა და მისი შემცვლელის დროულად მოყვანაზე. შეგახსენებთ, რომ ლამპარდმა ბოლო შეხვედრაში კეპას ნაცვლად კარში ვილი კაბალიერო დააყენა.
ინგლისელმა სპეციალისტმა ეს გადაწყვეტილება კეპას მიერ ნაჩვენები არასახარბიელო პერფრომანსების შემდეგ მიიღო. კეპას “სტემფორდ ბრიჯელებთან” შვიდწლიანი კონტრაქტი აკავშირებს.
Goal-ის ინფორმაციით, “პენსიონერებმა” მიზანში ამსტერდამის “აიაქსის” კარის დარაჯი ონანა ამოიღეს, რომელსაც ჰოლანდიურ გრანდთან კონტრაქტი ორ წელიწადსი ეწურება.
აქვე შეგახსენებთ, რომ კეპას სანაცვლოდ “ჩელსიმ” ბილბაოს “ატლეტიკს” 91 მილიონი ამერიკული დოლარი გადაიხადა, რაც მას ყველაზე ძვირადღირებულ მეკარედ ხდის მსოფლიო ფეხბურთის ისტორიაში.