სეტიენი: “რა თქმა უნდა, ახალი თავდამსხმელი გვჭირდება”
კატალონიის “ბარსელონას” ახალი მთავარი მწვრთნელი კიკე სეტიენი აღიარებს, რომ გუნდში თავდამსხმელების ნაკლებობაა. ლუის სუარესისა და უსმან დემბელეს სერიოზული ტრავმების ხარჯზე “ბლაუგრანაში” იმედოვნებენ, რომ სატრანსფერო ფანჯარაზე გასვლას შეძლებენ.
“რა თქმა უნდა, ახალი თავდამსხმელი გვჭირდება. ეს ყველასათვის ნათელია. არის რამდენიმე ვარიანტი, რომელიც აქტიურად განიხილება, თუმცა ყოველივე ეს რამდენიმე ფაქტორის ურთიერთქმედებაზეა დამოკიდებული,” – აცხადებს “ბეტისის” ყოფილი თავკაცი.
შეგახსენებთ, რომ ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე “ბარსელონასთან” არაერთ ისეთ თავდამსხმელებს აკავშირებდნენ, როგორებიც კშიშტოფ პიონტეკი და პიერ-ემერიკ ობამეიანგი არიან.
მოცემული სიტუაციიდან გამომდინარე დიდი ალბათობით მეტი შანსი მიეცემათ “ლურჯ-ბროწეულისფერთა” აკადემიის აღზრდილ ალექს კოლადოსა და რიკი პუიგს.