უნაი ემერი: “პარიზში ყოფნისას შემეძლო მსოფლიოში საუკეთესო გავმხდარიყავი”
უნაი ემერის სჯერა, რომ “პარი სენ-ჟერმენში” ყოფნის პერიოდში მსოფლიოს საუკეთესო მწვრთნელად გახდომის შანსი გაუშვა ხელიდან, რაშიც ვიდეორეფერის არყოფნას ადანაშაულებს.
შეგახსენებთ, რომ ესპანელმა სპეციალისტმა “პსჟ”-ში მწვრთნელის რანგში ორ წელიწადში შვიდი ტიტული მოიგო, თუმცა ჩემპიონთა ლიგის 1/16-ფინალი “ბარსელონასთან” შინ 4-0-ის მოგების შემდეგ, “კამპ ნოუზე” 6-1 დამარცხდა.
“პარიზში ყოფნისას შემეძლო მსოფლიოში საუკეთესო მწვრთნელი გავმხდარიყავი, მაგრამ შანსი ხელიდან გავუშვი. შვიდი ტიტული მოვიგე, თუმცა ჩვენი მთავარი მიზანი ჩემპიონთა ლიგა იყო.
“ბარსელონასთან” პირველ მატჩში ძალიან მაღალი დონის თამაში ვაჩვენეთ. განმეორებით მატჩში კი გამოვვარდით, რადგანაც ვიდეორეფერი იმ დროს არ არსებობდა. მწვრთნელის გადაწყვეტილებების გამო დავმარცხდით.
მომდევნო წელს კი მადრიდის “რეალთან” დავმარცხდით, რომელმაც ბრწყინვალე ჰეთ-ტრიკი შეასრულა ჩემპიონთა ლიგაზე. შედეგად – ჯერ მსაჯების გადაწყვეტილებების გამო წავაგეთ, შემდეგ კი ტიტულის დამცველ და მომდევნო ჩემპიონთან დავთმეთ ბრძოლ,” – აცხადებს ემერი.