ზუმა: “მოურინიომ “ნაგავი” მიწოდა”
ლონდონის “ჩელსის” ცენტრალურმა მცველმა, კურტ ზუმამ ჟოზე მოურინიოსთან ერთად გატარებული პერიოდი და ერთ-ერთი წაგებული მატჩის შემდეგ მასთან საუბარი გაიხსენა. ფრანგი ფეხბურთელი ამბობს, რომ პორტუგალიელმა სპეციალისტმა მას “ნაგავი” უწოდა.
“არ მახსოვს, რომელი მატჩი იყო, სტუმრად ვთამაშობდით და 3:1 წავაგეთ. მომდევნო დღეს მოურინიომ თავის ოფისში დამიბარა და მკითხა, კარგად ვიყავი თუ არა. მე ვუთხარი, რომ კარგად ვარ, მან კი ისევ მკითხა, ამაში დარწმუნებული ვიყავი თუ არა. ისევ ვუთხარი, რომ კარგად ვარ. მან მიპასუხა: “ამას იმიტომ გეკითხები, რომ გასულ უქმეებზე შენ ნაგავი იყავი.”
მან პირდაპირ ასე მითხრა, შოკირებული ვიყავი, მაგრამ ამან მიბიძგა იმისაკენ, რომ მოედანზე თავი სწრაფადვე გამომეჩინა. მახსოვს, ამ ყველაფერმა ჩემზე იმოქმედა, თუმცა ნამდვილად მინდოდა, რომ მომდევნო მატჩშივე კარგად მეთამაშა”, – უთხრა ზუმამ RMC Sport-ს.